“ანთროპონიმიკა”

“ანთროპონიმიკა” – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა (“ანთროპოს” – ადამიანი) და იგი წარმოადგენს ლექსიკოლოგიის ნაწილს (ზუსტად რომ ვთქვათ – ონომატოლოგიის ნაწილი),რომელიც ადამიანების საკუთარ სახელთა სისტემას სწავლობს.”ანთროპონიმი” კი თავად ადამიანის საკუთარი სახელია.საკუთარი სახელი საზოგადოდ,ანუ ონომასტიკონი,ფართო ცნებაა და სხვადასხვა სახის სახელთა ერთობლიობას გულისხმობს.ონომასტიკონში ერთიანდება საკუთარი სახელები ადამიანთა ანუ ანთროპონიმები,ტომთა და ხალხთა – ზოონიმები,ადგილთა – ტოპონიმები,მსინარეთა,ტბათა,ზღვათა – ჰიდრონიმები,რომლებიც ცალ-ცალკე შეისწავლებიან.თანამედროვე ანთროპონიმიკა საკუთარ სახელებს ორი ასპექტით იკვლევს: დისკრიფტულად (ესე იგი დღევანდელი ვითარების მიხედვით) და დიაქრონულად (ესე იგი განვითარების ისტორიის ჩვენებით).ანთროპონიმთა ლექსიკონი კი ასახავს ამ სახელთა სისტემას დისკრიფტულადაც და დიაქრონულადაც.”ანთროპონიმი” – ენის ლექსიკის განუყოფელი ნაწილია და მის სიმდიდრეს გვაცვენებს.საკუთარი სახელი და საზოგადო სახელი ერთურთის საპირისპირო ისეთი სიტყვებია,რომელთაც ინდივიდუალური ნიშანდობლივი თვისებები აქვთ.აკაკი შანიძის ფორმულის მიხედვით რომ ვთქვათ: “სახელი შეიძლება იყოს: საკუთარი და საზოგადო”. (ავტორი გენია.ჯი)