ტონგის სამეფო – „ეპიზოდი”
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე (ოკეანია) სახელმწიფო-არქიპელაგში - ტონგის სამეფოში, სადაც სახელმწიფო წყობილება კონსტიტუციური მონარქიაა, საუკუნეების წინ გასაოცარი ტრადიცია იყო დამკვიდრებული. კერძოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ მეფის დაკრძალვაში (მესაფლავეები) და რომლებიც უკანასკნელად ეხებოდნენ მეფის ცხედარს ან მის სასახლეს, ორივე ხელს ჰკვეთდნენენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მეფისათვის ხელით შეხება დაუშვებელი ქმედება გახლდათ უბრალო მოკვდავებისთვის. შესაბამისად, მათი ხელები სხვას აღარასოდეს აღარ უნდა შეხებოდნენ, რადგან მეფეზე მაღალი სტატუსის მქონე ტონგის სამეფოში არავინ იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ტრადიცია ტონგას სამეფოში დღესაც შემორჩენილია, თუმცა შედარებით უფრო ჰუმანური ფორმებით. კერძოდ: მესაფლავეებს, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობენ მონარქის დაკრძალვაში, ასი დღის მანძილზე სასტიკად ეკრძალებათ ვინმეს ხელით შეეხონ. ამ ასი დღის განმავლობაში კი იმ მესაფლავეებისთვის, რომლებიც მონარქის დაკრძალვაში იღებენ მონაწილეობას, გამოყოფილია სპეციალური სახლები, სადაც მათ სხვები კვებავენ საკუთარი ხელით. ასი დღის გასვლის შემდეგ, ისინი კვლავაც უბრუნდებიან თავიანთ ძველ საქმიანობას. – (ავტორი გენია.ჯი)