ტომას ალვა ედისონის “უკანასკნელი ამოსუნთქვა”
დიდი ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში - ტომას ალვა ედისონი,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა ფონოგრაფის გამოგონებით,მეგობრობდა მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ – “ფორდის ავტოკომპანიის” დამაარსებელთან – ჰენრი ფორდთან.(ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია ედისონი თავისი ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო,თუმცა არანაკლები ექსცენტრიული ხასიათით გამოირჩეოდა მისი უახლოესი მეგობარი ჰენრი ფორდიც.როდესაც ედისონი მძიმედ ავად გახდა,ჰენრი ფორდმა მეგობარი დაარწმუნა იმაში,რომ თუკი მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებოდა იგი,საკუთარი შთამომავლებისათვის,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს – “უკანასკნელი ამოსუნთქვა” დაეტოვებინა.ამ წინადადებას გაოცებული ედისონი დათანხმდა.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შაქრის დიაბეტის გართულების შედეგად,1931 წლის 18 ოქტომბერს ედისონი გარდაიცვალა,თუმცა გარდაცვალებამდე მისმა ოჯახმა ჰენრი ფორდის წინადადების და ედისონის სურვილის გათვალისწინებით,სინჯარაში ტომას ალვა ედისონის “უკანასკნელი ამოსუნთქვა” შეინახა.