თემურ შენგელაია – „წუთში წამი გაჩერდა”

წუთში წამი გაჩერდა,

საათში კი ისრები.

თითქოს ცხადად ვიხილე,

მონაბერი ფიქრები.

* * *

ვნების ჯარი გავუშვი,

ოცნებებში ჩავერთე.

გამიტაცა ფიქრებმა,

ზმანებებში გავერთე.

* * *

ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას,

ბოროტებას კეთილად,

კაენს ძმის მოყვარულად,

ნოინს ცოტნეს ვექილად.

* * *

შეცვლილია სამყარო,

შეცვლილია წარსული,

თითქოს დაბადებიდან,

წამებია გასული.

* * *

ოცდაცამეტ წელში ვართ,

აღარავინ ბერდება,

ჯოჯოხეთში გაისმის,

გულკეთილი ვედრება.

* * *

ნუ წამართმევთ იმედებს,

მომავლის რომ მჯეროდეს,

გული უცემს ბარაბას,

ცრემლი მოსდის ჰეროდეს.

* * *

ნუ წამართმევთ სიყვარულს,

ვფიცავ ტრუე აროდეს,

ჩემი სული თუ არა,

ჩემი გული კმაროდეს.

* * *

აღარ ისმის ყვედრება,

ოცდაათი ვერცხლისა,

იუდას სულს გატანჯულს,

მოსვენება ეღირსა.

* * *

სახე გამთელებია,

კუზმა შმიტის მეკობრეს,

ცხვრებს ურიგებს ციკლოპი,

ოდისევსის მეგობრებს.

* * *

კუკარაჩა,მურტალო,

ინგას ერთად ელიან,

მტრობის ნაცვლად ვაჟკაცი,

ნასვამები მღერიან.

* * *

აღარავინ ამცირებს,

მილიონერ ფიროსმანს,

სვეტიცხოველს მადლობენ,

ორ მკლავიან დიდოსტატს.

* * *

თავს არ იკლავს არავინ,

ბაჩო ლექსებს მიყვება,

მერი ცოლად სხვის ნაცვლად,

გალაქტიონს მიჰყვება.

* * *

ყველა ხარობს,ზეიმობს,

სიკეთეა ყოველგან,

ყველა ცოდვილს შეუნდეთ,

ბრძანა ყოვლის მპყრობელმან.

* * *

ზოგჯერ ქისას კეთილი,

გლახაკისთვის გაიღებს,

მაგრამ ქარის მოტანილს,

ისევ ქარი წაიღებს.

* * *

ზმანებები წავიდა,

ისევ ქარმა წაიღო,

ბედი უკან გაბრუნდა,

ჩვენზე ხელი აიღო.

* * *

გინდა? შენი სამყარო,

მთლად შიშველი განახო?

მაშინ თვალი გააღე,

ცრემლი არ დამანახო.

* * *

აი შენი ქვეყანა,

ჯიბრის ბნელი ტურია,

კაენს შურით დაბოღმილს,

ძმის სისხლი რომ წყურია.

* * *

ხო ბნელია სამყარო,

სისხლიანი წარსული,

ქრისტეს დაბადებიდან,

საუკუნე გასული.

* * *

მე ცხრამეტი წლისა ვარ,

ყველა უცებ ბერდება,

ჯოჯოხეთში გაისმის,

ტანჯვა, ოხვრა, ვედრება.

* * *

რად წამართვით იმედი,

ახლა რისი მჯეროდეს?

ჯვარს არ აცვეს ბარაბა,

ჩვილებს ხოცავს ჰეროდე.

* * *

განიბნია ვერცხლები,

ქრისტე ღალატს მიუხვდა,

თოკზე პირქუშ ღამეში,

ჩამოიხრჩვა იუდა.

* * *

კუზმას შმიდტის კაპიტანს,

სახე ურჩხულს მიუგავს,

ციკლოპს სისხლი სწყურია,

კარზე ლოდი მიუდგამს.

* * *

კუკარაჩა მოუკლავთ,

ყაჩაღების ფენიდან,

მისი სისხლიც დალიეს,

გადახსნილი ვენიდან.

* * *

ვინღა იცნობს უბედურს,

აბრის მხატველ ფიროსმანს?!

კარგის აგებისათვის,

მკლავი მოსჭრეს დიდოსტატს.

* * *

გალაქტიონს ბაძავენ,

ეს სენია ქართული,

მერის სადღა სცალია,

ქორწილშია გართული.

* * *

აა, თქვენი სამყარო,

აა, თქვენი ცოდვები,

ეცით ერთურთს დაგლიჯეთ,

მე კი კარგად გშორდებით.

* * *

მე გისურვებთ წასვლამდე,

ყველას კარგი მოეგოს,

ყველა პროპკა არ არის,

ყველა ბოთლს რომ მოერგოს.

* * *

კაცი ძმას არ დაინდობთ,

ყველას ცოლებს გაფლითავთ,

ვერ გაიყოფთ ხომ ვიცი დედამიწას დაფლითავთ,

ზოგი კარგი ტიპია, ზოგი ცუდი ტიპია,

ზოგს ბევრი ჰყავს ქალები  კარგი ტიპია.

* * *

და თუ ჩემთან წამოხვალთ,

გაამზადეთ წიგნები,

პლანეტაზე თუ არა,

ორბიტაზე ვიქნებით.