თედო რაზიკაშვილი – “მიყვარხარ,ჩემო სამშობლოვ”
მიყვარხარ,ჩემო სამშობლოვ,
გეტრფი და გენაცვალები,
შენი სურვილიც ვატარო,
სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
ცოცხალი შენი შვილი ვარ,
მკვდარიც შენ მოგებარები,
წყეული ვიყო,ვტყუოდე,
დამეხშოს ქვეყნის კარები.
მიყვარხარ,ჩემო სამშობლოვ,
გეტრფი და გენაცვალები,
შენი სურვილიც ვატარო,
სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
ცოცხალი შენი შვილი ვარ,
მკვდარიც შენ მოგებარები,
წყეული ვიყო,ვტყუოდე,
დამეხშოს ქვეყნის კარები.