თედო რაზიკაშვილი – “ვაჟკაცის სიკვდილი”

საბრალო არის ვაჟკაცი,

შავი მიწის ტყვედ გამხდარი,

სიჭაბუკისა ყვავილი

უდრო-უდროოდ დამჭკნარი

და ეტლი წუთისოფლისა

ნახევარ გზაზედ დამდგარი.

***

ბრალია იმისი დედა,

საწყალი,ცრემლში ჩამხრჩვალი,

ბრალია იმისი ცოლი,

ლამაზი ქვრივად დამრჩვალი,

იმისი ქორფა დის გული,

ახალ ცვილივით დამდნარი.

***

იმისი ტურფა ქოჩორი,

ჩიტის საბუდრად გამხდარი,

იმისი კოხტა ულვაში,

იმის მკლავები მაგარი:

მისნი თვალნი და ბაგენი,

როგორც სანთელი ჩამქრალი.

***

იმისი ცხენი ზურგადი

მწარე ლოდინით გამხდარი,

პირდალეული ფრანგული

მამულისათვის დამდგარი;

მაღლა კი მზე და სინათლე,

ცხოვრებისათვის გამხდარი.