გალილეო გალილეი – “ეპიზოდი”

XVI-XVII საუკუნეებში,გენიალური იტალიელი ფიზიკოსის,მექანიკოსის,ასტრონომის,ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის -გალილეო გალილეის (1564-1642 წლები),მოღვაწეობის ხანაში განიხილებოდა სამი ერთმანეთის კონკურენტი მოდელი სამყაროს აგებულების შესახებ.პირველი და მეორე თეორიის მიხედვით: დედამიწა წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს,რომლის ირგვლივ ტრიალებდა მზე და სხვა იმ პერიოდისათვის ცნობილი პლანეტები.მესამე თეორიის მიხედვით,რომელიც უდიდესი პოლონელი ასტრონომისა და მეცნიერის – ნიკოლოზ კოპერნიკის მიერ შექმნილ მოდელს ეყრდნობოდა,სწორედ მზის გარშემო ტრიალებდა დედამიწა და სხვა პლანეტები.შესაბამისად ცენტრსაც მზე წარმოადგენდა.(ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად კოპერნიკის მართებული მოდელისა,ერთობ პოპულარულად მაინც ჰეოცენტრული სისტემა განიხილებოდა,რადგან მას კათოლიკური ეკლესია დიდ მხარდაჭერას უცხადებდა.

გალილეო გალილეი ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა სხვები კოპერნიკის თეორიის სიმართლეში,თუმცა ამის დამამტკიცებელი ფაქტები ვერ წარადგინა.მაშინ დიდმა მეცნიერმა კოპერნიკის თეორია ერთ-ერთ შესაძლო თეორიად წამოაყენა.ამ პერიოდში,რომის კათოლიკურ ეკლესიას სათავეში ურბან II ედგა,რომელთანაც გალილეოს არაერთი მსჯელობა ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.ერთ-ერთი საუბრისას,მან რომის პაპს განუცხადა,რომ მალე დაწერდა წიგნს,სადაც ბევრად უფრო ობიექტურად იქნებოდა განხილული მზის სისტემა ისე,რომ ყველასათვის მარტივად ყოფილიყო გასაგები.თუმცა გალილეომ დანაპირები არ შეასრულა და დაწერა წიგნი სახელწოდებით – “დიალოგი”,სამი მოყვარული მეცნიერის ურთიერთსაუბრების ფორმით.წიგნის ერთ-ერთი გმირი – სალვიატი,კოპერნიკის იდეების დამცველი იყო,მეორე – საგრედო,ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა,ხოლო მესამე – სიმპლიჩიო,კლაუდიუს პტოლემეს გეოცენტრიული მოდელის მხარდამჭერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გალილეოს წიგნში საკუთარი მოსაზრებები არ დაუფიქსირებია,შესაბამისად არც ერთი მოდელისათვის მხარი არ დაუჭერია.თუმცა კოპერნიკის შეხედულება ძალიან კარგად იყო განმტკიცებული ფაქტებით.
როდესაც რომის პაპმა ურბან II-ემ გალილეოს წიგნი “დიალოგი” წაიკითხა,აღმოაჩინა მის მიერ წარმოთქმული ერთი ფრაზა,რის შედეგადაც პაპმა – სიმპლიჩიოს სახელს ამოფარებულ გმირში საკუთარი თავი ამოიცნო.ამ მოვლენამ იგი განსაკუთრებულად განარისხა.მალევე,აღნიშნული ფაქტიდან გალილეო გალილეი ინკვიზიციის მიერ დაკავებულ იქნა და უსასტიკესი წამების შემდეგ მან საჯაროდ უარყო “ნიკოლოზ კოპერნიკის სრულიად მართებული თეორია,სამყაროს აგებულების შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი).