კარლ ლუდვიგ ზიგელი – “ეპიზოდი”
კარლ ლუდვიგ ზიგელი (1896-1981 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ გერმანელ მათემატიკოსსა და “ვოლფის პრემიის” ლაურეატს.იგი მეგობრობდა ისეთ ცნობილ გერმანელ მათემატიკოსთან,როგორიც გახლდათ მისივე კოლეგა - ერიხ ბესელ-ჰაგენი.მათ ერთმანეთი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაიცვნეს და მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად იქცნენ.როდესაც ერიხს თავისი ნაშრომის გაცნობა ვინმესათვის სურდა,უკეთესს კანდიფატურას ვერც კი წარმოიდგენდა,ვიდრე ზიგელი იყო,რადგან გარდა მეგობრობისა,მას შეეძლო სწორი თუ არასწორი კუთხეებით შეფასება მისი ნაშრომები.(ავტორი გენია.ჯი) როდესაც ერიხმა მისთვის და ზოგადად მათემატიკური მეცნიერებისათვის უმნიშვნელოვანესი დისერტაცია დაწერა,მაშინვე მეგობრისაკენ გაეშურა და მასს ის ერთადერთი ეგზემპლარი დაუტოვა გასაცნობად,რომელიც დიდმა მათემატიკოსმა შექმნა.
გასაოცარია ის ფაქტი,რომ რატომღაც ზიგელმა აღნიშნული დისერტაციის წაკითხვა გემის გემბანზე მოისურვა.როგორც შემდგომ თავად ამბობდა,ეს იმიტომ გააკეთა,რომ ისე არაფერი არ განაწყობდა მას ვარიაციული გამოთვლების და ამავე თეორიის ფუნქციების გასაცნობად,როგორც ოკეანის მარილოვანი ნიავი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ამავე პერიოდში იგი სხვა განხრის მათემატიკური საქმიანობით იყო დაკავებული.მან,მეგობრის დისერტაციაში აღმოაჩინა ის თეზისი,რაც ერთობ არასწორად და სულელურად მიიჩნია.ერიხი მისი დიდი ხნის მეგობარი იყო,თუმცა მან არ გაითვალისწინა არც მეგობრის მიერ ასეულობით საათის შრომა და არც მისი დიდი მეგობრობა, და იმის მაგიერ,რომ მასში შესწორება შეეტანა და ისე დაებრუნებინა მისთვის იგი,ზიგელი ადგა და ესოდენ სათუთად შექმნილი დისერტაცია გემბანიდან წყალში (ოკეანეში) გადააგდო.(ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის არ არსებობდა ასლის დამამზადებელი აპარატები და შესაბამისად ეს ერთადერთი ორიგინალი ეგზემპლარი იყო.მოგვიანებით ზიგელმა გაოგნებულ “მეგობარს” უთხრა,რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტი მისივე საკეთილდღეოდ ჩაიდინა და თუკი ერიხი მაინც მოისურვებდა ნაშრომის მოძიებას,რომლის დაწერასაც მისი სიცოცხლის ასეულობით საათი შეალია,დაუსახელა ის კოორდინატები,სადაც მან გადაისროლა წყალში.
P.S. საუბედუროდ ქაღალდი ძვირფასეულობით სავსე სკივრი არ გახლდათ,წყალში რომ იმავე ადგილას დაძირულიყო,სადაც იგი გადააგდეს.შესაბამისად საბოლოოდ დაიკარგა და გაქრა დიდი მათემატიკოსის ერიხ ბესელ-ჰაგენის უმნიშვნელოვანესი მათემატიკური დისერტაცია.(ავტორი გენია.ჯი)