“ნომენკლატორი”

“ნომენკლატორი” - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან,სადაც – “nomen” – სახელს,ხოლო “clator” – წოდებას აღნიშნავდა.ნომენკლატორის ფუნქციის მატარებელი,ძველ რომში გახლდათ სპეციალურად შერჩეული მონა,რომლის მოვალეობასაც წარმოადგენდა,სცოდნოდა და სათანადო დროს მოეხსენებინა ბატონისათვის,მასთან სტუმრად წვეული ამა თუ იმ ადამიანის (ნათესავი,მეგობარი და სხვა),ან მის დაქვემდებარებაში მყოფი მონების სახელები; გამოეცხადებინა სუფრაზე შემოსული თითოეული კერძის სახელწოდება და ბატონისათვის ეცნობებინა იმ ადამიანების სახელები,რომლებიც მას ქუჩაში მიესალმენ,თუმცა თავად ვერ იცნო.სწორედ ამიტომ,ასეთი პროფესიისათვის სპეციალურად ირჩევდნენ გონებაგახსნილ და კარგი მახსოვრობის მქონე მონებს. (ავტორი გენია.ჯი)