ილია ჭავჭავაძის შეკამათება ივანე ჯაბადართან – “ვეფხისტყაოსნის” თაობაზე…
ივანე ჯაბადარი (1852-1913 წლები) – ის ცნობილი რევოლუციონერ-ხალხოსანი გახლდათ,რომელიც შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილების – “ვეფხისტყაოსნის” შესახებ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას აპირებდა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ – “სევერნი ვესტნიკში”.გამოქვეყნებამდე ავტორმა იგი გასაცნობად და განსახილველად წარუდგინა – ილია ჭავჭავაძეს,იაკობ მანსვეტაშვილს და სხვა თანამშრომლებს გაზეთ “ივერიისა”. (ავტორი გენია.ჯი) წერილი მართლაც კარგი ლიტერატურული ენით და ცოდნით იყო დაწერილი,თუმცა შინაარსით მართლაც არ იყო მოსაწონი.არ იყო დაცული ისტორიული სინამდვილე,ავტორს არ ჰქონდა შეგნებული რუსთაველის გმირების სულისკვეთება,გულის ძგერა,მათი საქციელი,ისტორიული ეპოქის შესაფერად.წერილის ავტორს წარმოედგინა,რომ რუსთაველის გმირები ისევე უნდა მოქცეულიყვნენ,როგორც,მაგალითად,გმირები რუსი მწერლის,ფილოსოფოსის,უტოპისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსის – ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანისა “რა გავაკეთოთ?”.წერილის გაცნობის შემდგომ ილია ჭავჭავაჭე “გაცეცხლდა” და ჯაბადარს “გაცხარებულმა” უთხრა:
“არა,ბატონო ივანე,ჩვენ ეგრე ადვილად ვერ დაგითმობთ რუსთველს.დღევანდელი რუსული კრიტიკის თვალთახედვის ისრით ვერ გაიზომება “ვეფხისტყაოსანი.ამას მეტი დაფიქრება,მეტი მოსაზრება უნდა.რუსული კრიტიკის ზენა-ქვერული ნავარდობა აქ არ გამოდგება. (ავტორი გენია.ჯი) აქ უფრო ღრმად უნდა საქმეს ჩახედვა.ვისაც რუსთაელზე უნდა წერა,იმან,უპირველეს ყოვლისა,უნდა შეითვისოს იგი არა ჭკუით მხოლოდ,არამედ გულითაც,უნდა იგრძნოს მისი გმირების სულისკვეთება,ჩასწვდეს ქართველი გულის სიღრმეს,იგრძნოს მისი მაჯისცემა.ეს იქნება ქართველი კაცის ნამდვილი სულისთქმა,მისი რწმენა,მისი სამართლიანი განსჯა და არა სკაბიჩევსკის კრიტიკა”.
ივანე ჯადაბარი,ილიას სიტყვებზე არაფერს პასუხობდა და დუმდა.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ეს წერილი სავსებით არ იყო თავისი დაწერილი.მისი ამ წერილში მხოლოდ შინაარსის გადმოცემა იყო,ხოლო გაშუქება და კრიტიკული განხილვა კი მისივე მეუღლის წარმომავლობით რუსი ქალის – ლიუბატოვიჩის გახლდათ.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ივანე ჯაბადარმა კრიტიკული წერილი “ვეფხისტყაოსნის” შესახებ,მოგვიანებით მაინც გამოაქვეყნა გაზეთ – “სევერნი ვესტნიკში”. (ავტორი გენია.ჯი)