“ტონაკატეკუტლი”
“ტონაკატეკუტლი” - წარმოადგენდა ცენტრალური ამერიკის ინდიელთა მითოლოგიის უმაღლეს ღვთაებას,რომელსაც მიიჩნევდნენ,როგორც – “ღმერთსა და მფლობელს ჩვენი არსობისას”.მათი მითოლოგიის თანახმად,როდესაც სამყარო შეიქმნა,”ტონაკატეკუტლმა დედამიწაზე დაამყარა წესრიგი და ხმელეთი წყლისაგან განაცალკევა.მეუღლესთან – ტონაკასიუატლთან ერთად ითვლებოდა სამყაროს შემოქმედად. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ისინი მიიჩნეოდნენ პირველ ღვთაებრივ და ადამიანურ წყვილად,რომლებიც ფლობდნენ და განაგებდნენ ომეიოკანას (მე-13 ზეცა ანუ უმაღლესი ზეცა).ერთ-ერთი ფუნდამენტალური ნაწარმოების XVI საუკუნის აცტეკთა ისტორიისა – “ფლორენტიული კოდექსის” თანახმად,სწორედ მათ სახლში (ჩიჩიუაკუაუკოში) მიდიოდნენ გარდაცვლილი ბავშვებისა და არასრულწლოვანი მოზარდების სულები.კოსმოლოგიური მითი ამ საკითხის ირგვლივ გადმოცემულია წიგნში – “მექსიკელთა ისტორია მათ ნახატებში”.ტონაკატეკუტლსა და ტონაკასიუტლს ოთხი შვილი ჰყავდათ,რომლებიც წარმოსახავდნენ სამყაროს სხვადასხვა წერტილებს: წითელი ტესკატლიკოპუ (შიპე-ტოტეკა),შავი ტესკატლიკოპუ,კეცალკოატლი და უიცილოპოტჩლი.თავად ტონაკატეკუტლი კი წარმოდგენილი ჰყავდათ,როგორც სამყაროს უძრავი ცენტრი. (ავტორი გენია.ჯი) არსებობს მეორე ლეგენდაც,რომლის თანახმად ტონაკასიუატლმა დაბადა სილიკონის დანა.ამ დანამ მის შვილებს შთააგონა,რომ ის დედამიწაზე გადმოეგდოთ,რაც აღასრულეს კიდეც.გადმოგდების შემდეგ დანა დაეცა ჩიკომოსტოკის ადგილზე (შვიდი გამოქვაბული).ლეგენდის თანახმად,შემდგომ სწორედ ამ გამოქვაბულებიდან გამოვიდა 1600 ინდიელთა ღმერთი.ტონაკეტუკლმა გადააქცია ძაღლად ჩანკიტოს ღვთაება,რადგან მან დაარღვია რელიგიური მარხვა და გამოიკვება ისეთი საკვებით,რომელიც არ უნდა მიეღო.ტონაკატეკუტლსა და მის მეუღლეს ტონაკასიუატლს არ გააჩნდათ სპეციალური კულტი.მათ ხშირ შემთხვევაში ასოცირებდნენ ისეთი ღვთაებრივ წყვილებთან,როგორებიც იყვნენ – ომეკეუტლი და ომესიუატლი,ასევე სიტლატონაკი და სიტლალიკუზი. (ავტორი გენია.ჯი)