გიორგი შარვაშიძე – “ნეტამც ვინმემ”…
ნეტამც ვინმემ დამკლას დანით,
სისხლი ჩემი მოადინოს,
მკერდი ჩემი ტყის ნადირთა -
ვეფხვსა და ლომს ალოკინოს,
გული ჩემი ამოიღოს,
ყვავს და ყორანს აწეწინოს, -
და რაც გრძნობა შიგ გამოჩნდეს,
იგი სხვებსაც აგრძნობინოს!