სიტატუნგა
სიტატუნგა - გახლავთ წყვილჩლიქოსნების სახეობის,ძუძუმწოვართა რიგის ანტილოპა,ტყის ანტილოპების ოჯახისა.ისინი არ არიან დიდი ზომის მქონე ანტილოლოპები.მათი სიმაღლე ერთ მეტრამდეა,ხოლო მასით 125 კილოგრამს აღწევენ.გავრცელებული არიან საჰარის უდაბნოდან – ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებამდე გაშლილ,უზარმაზარ ტერიტორიებზე.თუმცა აღსანიშნავია,რომ მიუხედავად ასეთ დიდ ტერიტორიაზე ბინადრობისა,ისინი მაინც ფრაგმენტებად გვხვდებიან ბუნებაში.არიან წყლის მოყვარული ცხოველები,ამიტომ ძირითადად ბინადრობენ ტბებისა და მდინარეების სანაპიროებთან. (ავტორი გენია.ჯი) რქები – სიტატუნგას მხოლოდ მამრებს აქვთ.მათი სიგძე 90 სანტიმეტრამდეა.ასევე ტანზე აქვთ თეთრი ზოლები.როდესაც პატარა იბადება,ამ შემთხვევაში,ისინი არა თეთრი ზოლებით,არამედ თეთრი ლაქებით არიან დაფარული.მარტივად გადაადგილდებიან ჭაობიან ადგილებში. (ავტორი გენია.ჯი) იკვებებიან მცენარეებითა და წყალმცენარეებით,მათ შორის პაპირუსისა და ლერწამის სხვადასხვა სახეობებით.აქტიურები,ძირითადად დღის პერიოდში არიან და ძირითადად ცხოვრობენ “მარტოხელებად”.იშვიათ შემთხვევებში კი მცირე ჯგუფებადაც.დღესდღეობით სიტატუნგა იშვიათი სახეობის ცხოველად იქცა,რადგან ხშირი იყო მათზე ნადირობის შემთხვევები,რამაც მისი უამრავი ეგზემპლარის განადგურება გამოიწვია.მათ შესანარჩუნებლად კი – ვიქტორიას ტბის მიდამოებში სპეციალური ნაკრძალი შეიქმნა,სადაც დღესდღეობით – სიტატუნგა ყველაზე ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)