სერ რიჩარდ ოუენი – “ეპიზოდი”
ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მიერ ერთმანეთის მეცნიერული ნაშრომის,ლიტერატურული ქმნილების თუ სხვა ფასეულობების მითვისება.შესაბამისად,ავტორად და შემოქმედად ამა თუ იმ ფასეულობებისა ის მიგვიჩნევია,ვისი საავტორო სახელიც მას ამშვენებდა.სწორედ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა,საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი ზოოლოგის და პალეანთოლოგის - სერ რიჩარდ ოუენის (1804-1892 წლები) შემთხვევაში.ოუენი გახლდათ რაინდ-კომანდორების ორდენის კავალერი და კარლ ლინეიას მედლის მფლობელი.იგი იმ პერიოდის ინგლისში საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი იყო.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი დავა დიდ ინგლისელ ბუნებისმეტყველთან – ჩარლზ დარვინთან,სადაც იგი უმტკიცებდა მას,რომ დარვინის მიერ შექმნილი ევოლუციური თეორია არასრულყოფილ და შეუძლებელ დებულებებზე იყო დაყრდნობილი.მათ შორის დავა,აღნიშნული საკითხის ირგვლივ საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.რიჩარდ ოუენმა,რომელიც “პალეანთოლოგიის პიონერად” იწოდებოდა,თავის კოლეგას და ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს (რომელიც მას განსაკუთრებით სძულდა),იმ პერიოდში უცნობ პალეანთოლოგს - გიდეონ მანტელ ანჯერნონს,მოპარა პალეანთოლოგიის მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ნაშრომები.შესაბამისად ზემოთ აღნიშნული ნაშრომები გამოქვეყნებულ იქნა მისი სახელით.(ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ისიც,რომ მიუხედავად გიდეონის დიდი პროტესტისა,იგი უცნობი მეცნიერი იყო,რის გამოც მეცნიერთა წრეებმა და საზოგადოებამ მხარი ოუენს დაუჭირა.თავად გიდეონი კი აღესრულა 1852 წლის 10 ნოემბერს,სრულიად “უსახელოთ”.მისი გარდაცვალების ნეკროლოგი შეადგინა,გარდაცვლილის უმთავრესმა მოწინააღმდეგემ და მტერმა – ოუენმა.მან რაღა თქმა უნდა ნეკროლოგი ფსევდონიმით გამოაქვეყნა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,მასში გარდაცვლილი კოლეგა მეტად უარყოფითად წარმოსახა.მოგვიანებით ოუენმა გარდაცვლილი გიდეონის ხერხემალი სამეცნიერო კვლევებისათვის მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ მუზეუმში გადაიტანა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდაცვლილ გიდეონს 4 წლის ასაკში ფიზიკური ტრამვა ჰქონდა გადატანილი,რის შედეგადაც ხერხემლის რამოდენიმე მალა დაზიანებული იყო.ოუენმა აიღო მისი დაზიანებული და დეფორმირებული მალები და სპირტიან ბანკაში მოათავსა.ამის შემდგომ კი საჯაროდ იცრუა,რომ აღნიშნული დეფორმირებული მალები,წარმოადგენდა დაბადებიდანვე მუტიცირებულ საშინელ სხეულს (ამ ფაქტით მან კიდევ ერთხელ უდიდესად შეურაცყო გარდაცვლილი კოლეგა). (ავტორი გენია.ჯი)