ამადინა

ამადინა - გახლავთ ულამაზეს ფრინველთა სახეობა ბეღურისნაირთა ოჯახის,მგალობელ ფრინველთა ჯგუფისა.ბუნებაში,მათი სულ ორი სახეობაა გავრცელებული,რომლებიც თავის მხრივ ექვს ქვეჯგუფად იყოფიან.ბინადრობენ სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) წითელთავიანი ამადინა გავრცელებულია სენეგალიდან აღმოსავლეთ ეთიოპიის და სომალის ტერიტორიებამდე საზღვრებში,მოზამბიკის დასავლეთიდან – ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე და ზიმბაბვესა და ბოტსტვანის ტერიტორიებზე.ამადინა ბინადრობს ასევე ავსტრალიისა და აზიის ზოგიერთ რეგიონებშიც.აღსანიშნავია,რომ გარდა ბუნებრივი სახეობებისა,სელექციის შედეგად გამოყვანილ იქნა მათი კიდევ არაერთი სახეობა და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.სიგრძეში 12 სანტიმეტრიდან 14 სანტიმეტრამდე იზრდებიან,მათ შორის კუდის სიგრძე 4 სანტიმეტრამდეა.წითელთავიანი ამადინას ორი სახეობა არსებობს,ხოლო წითელყელიანის კი ოთხი ქვერიგი. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოირჩევა ულამაზესი ფერებით და შესანიშნავი გალობით,ამიტომ ამ სახეობის ფრინველი მიჩნეულია სახლის “პოპულარულ” ფრინველად და უამრავ ოჯახს ჰყავს კიდეც ისინი.არიან საკმაოდ სწრაფი და მობილური ფრინველები.მათი გალობა ყურადღებას იქცევს ეგზოტიკური ხმოვანებით.მეგობრულია და არ უფრთხის ადამიანებს.დებენ 2-დან 4 კვერცხამდე.ბარტყი იჩეკება ორ კვირაში.აქვთ უნარი გამრავლდნენ “ტყვეობაშიც”.ამადინა დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში.გარდა ამისა,მრავლად ჩამოჰყავთ ევროპაშიც მათი სხვადასხვა სახეობები. (ავტორი გენია.ჯი)