აუნუუ
აუნუუ - გახლავთ ის პატარა კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში,რომელიც განეკუთვნება ამერიკული სამოას ადმინისტრაციულ ერთეულს და წარმოადგენს ამერიკის შეერტებული შტატების ტერიტორიას.იგი ამ ქვეყნის შემადგენლობაში 1900 წლის 17 აპრილიდან შედის.თუმცა გააჩნია ადგილობრივი მთავრობა,რომელსაც “ამერიკის სამოას” გუბერნატორი ხელმძღვანელობს.პირველი არჩევნები გუბერნატორისა გაიმართა 1977 წელს და განეკუთვნება თვითმართველობის სისტემას. (ავტორი გენია.ჯი) აუნუუ – წარმოადგენს პატარა ვულკანური წარმოშობის კუნძულს,რომლის საერთო ფართობი 1517 კვადრატული კილომეტრია.ხოლო მოსახლეობის რაოდენობა კი 476 ადამიანს შეადგენს.მისი ტერიტორია ძლიერ დაჭაობებულია.კუნძულზე მდებარე ვულკანის კრატერზე მდებარეობს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ჭაობი ამერიკული სამოას კუნძულებისა.აუნუუს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს – პალას ტბა.ხოლო მის სამხრეთ ნაწილის კლდოვანი ზედაპირი დაფარულია რიზოფორული ტევრებით.აუნუუს ბუნება გამოირჩევა შესანიშნავი ბუნებრივი სილამაზით,რის გამოც მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)