უსუმასინტა

უსუმასინტა - გახლავთ მდინარე ცენტრალურ ამერიკაში,რომელიც მიედინება მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ და გვატემალის ჩრდილო დასავლეთ ნაწილებში.მისი საერთო სიგრძე 560 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული ფართობი მოიცავს 106,000 კვადრატულ კილომეტრს.განეკუთვნება წყალუხვ მდინარეთა კატეგორიას ცენტრალური ამერიკისა. (ავტორი გენია.ჯი) უერთდება ორი მდინარე – პასიონი და სალინასი,რომლებიც გვატემალის ტერიტორიაზე მიედინებიან.უსუმასინტა ქმნის ბუნებრივ საზღვარს გვატემალასა და მექსიკის შტატ ჩიაპას შორის.იგი გვატემალაში იღებს სათავეს,კვეთავს მექსიკის შტატ ტაბასკოს და ჩაედინება მექსიკის ყურეში (ატლანტის ოკეანის აუზი).სანაპიროები მდიდარია უძველესი ისტორიული ძეგლების ნაშთებით,ისეთი კულტურისა,როგორიც იყო – მაიას ცივილიზაცია.უსუმასინტას სანაპიროებზე მდებარეობდა მაიას ცივილიზაციის ქალაქები – იაშჩილანა და პედრას-ნეგრასი.გარდა ამისა მდინარე მდიდარია სარეწაო თევზით.ადგილობრივი მოსახლეობისათვის – უსუმასინტა,უდიდესი დანიშნულების მქონე მდინარეა. (ავტორი გენია.ჯი)