სალტორო კანგრი
სალტორო კანგრი - გახლავთ უმაღლესი მწვერვალი სალტოროს ქედებისა – ყარაყოუმის მთათა სისტემაში.იგი მდებარეობს ინდოეთისა და პაკისტანის სადავო ტერიტორიებზე,სიაჩენის მყინვარის სამხრეთ-დასავლეთით.მისი სიმაღლე 7742 მეტრია ზღვის დონიდან და ამ მაჩვენებლით 31-ე მწვერვალად არის მიჩნეული დედამიწაზე.იმის გამო,რომ ეს ტერიტორია სადავოა,სამხედროებმა აკრძალეს ამ მთაზე ასვლა და მიახლოებაც კი. (ავტორი გენია.ჯი) დასავლეთით პაკისტანის არმია დგას,ხოლო აღმოსავლეთით ინდოელთა არმია.პირველი ექსპედიციის მცდელობა – სალტორო კანგრიზე ასვლისა 1935 წელს,ბრიტანელი ალპინისტის ჯორჯ ვალერას ხელმძღვანელობით მოხდა,თუმცა მათმა სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან 7468 მეტრ სიმაღლემდე მიაღწიეს და მწვერვალი ვაღარ დალაშქრეს სრულყოფილად.1962 წელს იაპონურ-პაკისტანურმა ექსპედიციამ შიდეის ხელმძღვანელობით 24 ივლისს დაიპყრო – სალტორო კანგრის მწვერვალი.ბრიტანულმა უნივერსიტეტმა კი გაუკეთა ორგანიზება ექსპედიციას ერიკ შილტონის ხელმძღვანელობით და ექსპედიცია მასზე ასვლას პაკისტანის მხრიდან ბილაფონდ ლა-დან იწყებს.აღსანიშნავია,რომ მწვერავლის დაპყრობა არ გახლდათ ამ ექსპედიციის მიზანი და იგი უფრო ამ მთების შესწავლის საკითებს შეეხებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ინდუსებმა ეს მოვლენა მტრულად მიიღეს და დაიწყო ცნობილი – “სიაჩინისა კონფლიქტი” 1984 წელს,რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით მსოფლიოს უამრავ რუკაზე – სალტორო კანგრი აღნიშნულია,როგორც პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე მთა,მას ინდური არმია აკონტროლებს.”ჰიმალაური ჟურნალი” კიდევ ერთ ფაქტს აფიქსირებს ამ მწვერვალის დალაშქვრისა 1981 წელს.თანამედროვე სამყაროში კი ექსპედიციებს,ალპინისტებსა და მოყვარულებს არავითარი საშუალება აღარ აქვთ ამ მწვერვალის დალაშქვრისა ,ზემოთ აღნიშნული მოვლენების გამო. (ავტორი გენია.ჯი)