ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო – “პინტურიჩიო”
“პინტურიჩიო” - ნამდვილი სახელი – ბერნანდინო დი ბეტო დი ბიაჯო,დაიბადა 1454 წელს პერუჯაში (იტალია).იგი გახლდათ გენიალური იტალიელი მხატვარი და უმბრიული სამხატვრო სკოლის – “კვანტროჩენტოს” ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.ცნობილი ფაქტია,რომ სწორედ “პინტურიჩიოს” ზედსახელი უწოდეს,დიდ იტალიელ (იუვენტუსის) ფეხბურთელს – ალესანდრო დელ პიეროს. (ავტორი გენია.ჯი) სწავლობდა ფორენცო დი ლორენცოს ხელმძღვანელობით,სადაც მასთან ერთად ასევე სწავლობდნენ ისეთი გენიალური იტალიელი მხატვრები,როგორებიც იყვნენ – რაფაელ სანტი და პიეტრო პერუჯინო.აღსანიშნავია,რომ პინტურიჩიო,მათ დიდ დახმარებას უწევდა საყოველთაოდ ცნობილი – “სიქსტის კაპელის” მოხატვაში (ვატიკანი 1481-1482 წლები).ასევე ცნობილია,რომ დიდი დახმარება გაუწია – ბენედენტო კაპორალის,კარდინალ პასერინის სასახლის აგებაში,რომელიც შემდგომში მოხატა ლუკა სინიორელიმ (1445-1543 წლები).პინტურიჩიომ უარყო რამდენიმე პრინციპი პერუჯინოს მხატვრობის სტილისა – ერთფეროვნება,ერთსახოვნება და ფიგურების სტილი,დროის ერთიანობა და ადგილი. (ავტორი გენია.ჯი) რითაც მის შემოქმედებას სანდრო ბოტიჩელის შემოქმედებას ადარებენ.იმუშავა უამრავ იტალიურ ქალაქებში – პერუჯაში,რომში,სიენაში,ორვეტოში,სპოლეტოში და ასე შემდეგ.მისი შემოქმედებიდან გამოსარჩევია სანტა-მარია-დელ-პოპოლოს ტაძრის,ბორჯიას აპარტამენტების და სიენის ტაძრის მოხატვა.ტილოებიდან კი აღსანიშნავია – “ბიჭის პორტრეტი”,რომელიც დღესდღეობით დრეზდენის ეროვნულ გალერეაშია დაცული.იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი (1511-1574 წლები),საკმაოდ უარყოფითად ახასიათებდა პინტურიჩიოს ხელოვნებას და მის მიღწევებს არადამსახურებულ პატივად მიიჩნევდა.გარდა ამისა ბიოგრაფი მხატვარს ადანაშაულებს შემკვეთების ზედმეტად გულის მოგევაში,რათა მას სამუშაო არ მოკლებოდა.მიუხედავად კრიტიკისა “პინტურიჩიო” რჩება იტალიური სამხატვრო ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელად.იგი გარდაიცვალა 1513 წელს სიენაში,სადაც დაკრძალულია კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
“პინტურიჩიოს” შემოქმედება