ტიბერიუს კეისარ ავგუსტუსი – “ეპიზოდი”
რომის ლეგენდარულ იმპერატორს 14-37 წლებში,მადლიერმა ერმა - ტიბერიუს კეისარ ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 42 – ახ.წ.აღ-ით 37 უწოდა (ნამდვილი სახელი გახლდათ – ტიბერიუს კლავდიუს ნერონი).მისმა დიადმა მოღვაწეობამ,რომის ისტორიის ფურცლებზე “ოქროს ასოებით” დაიდო ბინა.სწორედ ამიტომ მას რომაელმა ხალხმა – “ღვთიური ავგუსტუსი” უწოდა,ხოლო მისი პიროვნული და ეროვნული ღირსება “სამშობლოს მამის” ღირსებითაც დააჯილდოვა.ამ საქმეში პირველი აქტიურობა პლებეებმა (დაბალი კლასის საზოგადოება) გამოიჩინეს: მათ ანციუმში (ქალაქი რომის სიახლოვეს) ელჩობა გაუგზავნეს ავგუსტუსს,რათა ეს სახელი მინიჭებოდა,თუმცა იმპერატორმა ამაზე სასტიკი უარი განუცხადა მათ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,”ღვთიურ ავგუსტუსს” რომში,თეატრის შესასვლელთან მისასალმებლად უზარმაზარი ხალხის რაოდენობა დახვდა,დაფნის გვირგვინებით.პლებეების შემდგომ თავისი ნება რომის სენატმაც გამოხატა,მაგრამ არა დეკრეტში და არა საერთო შეძახილებით,არამედ ეს მისია მათ – ვალერიუს მესალას მიანდეს.მან კი სენატის დავალებით დიად იმპერატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
” – დაე,ბედნიერება და წარმატება იყოს შენი და შენი ოჯახის მეგზური,კეისარო ავგუსტუს! ამ სიტყვებით ვლოცულობთ მთელი სახელმწიფოს საუკუნო კეთილდღეობისა და ლხენისთვის.ამჟამად სენატი,რომაელ ხალხთან შეთანხმებით,გულითა და სულით გილოცავს სამშობლოს მამობას!”
ერის ესოდენ დიდი სიყვარულით გაოგნებულმა და ცრემლმორეულმა იმპერატორმა,სენატორებს მიუგო:
” – მივაღწიე რა ჩემი სურვილების აღსრულებას,რაღა უნდა შევთხოვო უკვდავ ღმერთებს,სენატორო მამებო,თუ არა ის,რომ ეს თქვენი ერთსულოვნება ჩემი მეგზური იყოს სიცოცხლის ბოლომდე”! (ავტორი გენია.ჯი)