ტიბერიუს კლაუდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუსი – “ეპიზოდი”
ტიბერიუს კლაუდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუსს (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები),რომელსაც რომის იმპერატორობის პერიოდში უწოდეს – ტიბერიუს კლაუდიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი,დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ დიდი ძველბერძენი გრამატიკოსის – დიოგენესი.ამიტომ მან გადაწყვიტა დასწრებოდა სამეცნიერო პაექრობას,რომელიც კუნძულ როდოსზე ყოველ შაბათ დღეს იმართებოდა და რომელშიც დიოგენე მონაწილეობდა.ტიბერიუსი დიოგენეს სამეცნიერო პაექრობაზე დასასწრებად იმ დროს მივიდა,როცა უკვე დასრულებული იყო.ამავე დროს საკმაოდ გვიანი დროც გახლდათ და დიოგენე ისვენებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ტიბერიუსმა დიოგენეს ნახვის სურვილი მაინც გამოთქვა.თუმცა დიოგენემ იმპერატორს მონის პირით შეუთვალა,რომ იგი გადაღლილი იყო,რის გამოც ტიბერიუსს მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ მიიღებდა (ანუ მეორე შაბათს).შესაბამისად,ტიბერიუსს დიოგენე არ შეხვდა.გავიდა ხანი და უკვე რომში სტუმრობისას – დიოგენე თავად ეწვია იმპერატორს.ტიბერიუსი,რომელსაც კარგად ახსოვდა მის მიმართ დიოგენეს ადრინდელი უყურადღებობა,მის მსგავსად,მონის საშუალებით შეუთვალა: “იმპერატორი შვიდი წლის შემდეგ მიგიღებსო”.აღსანიშნავია ტიბერიუსთან დაკავშირებული ერთი ისტორიაც: იმპერატორის ნაცვლებმა,რომლებიც პროვინციებს განაგებდნენ,განიზრახეს მოსახლეობისათვის გადასახადები გაეზარდათ,რაც ურჩიეს კიდეც ტიბერიუსს.იმპერატორმა კი მათ წერილობით უპასუხა,რომ: “კარგი მწყემსი ცხვარს კი კრეჭს,მაგრამ ტყავს არ აძრობსო”.შესაბამისად უარი განუცხადა გადასახადების გაზრდაზე. (ავტორი გენია.ჯი)