ნიკოლოზ I გულაბერისძე – “საკითხავი სვეტისა ცხოველისაჲ”

“რომელნიმე ნათესავნი ლბილ და დედალ და ფრიად მოსწრაფე ენამჭერვრობისა და ფილასოფოსობისათვის და საკვირველი რაჲმე გულმოსდგინება და ტრფიალებაჲ მოუგეს გამოძიებათა რომელთათვისმე ღმრთისათაცა და კაცობრივთა და ყოველთავე დაბადებულთათვისცა და ამით უკვე სახითა რეცა მძლეობენ ყოველთა ზედა სილაღითა გონებისათა,ვითარცა ზეშთა ქმნილნი,და ენამჭევრობათა და სიბრძნეთა თვისთა მიმართ მინდობილობენ,რათა სიბრძნით მოხელოვნებითა ენისათა ნუგეშინისცემდნენ სვინდისითა ცხოვრების თვისისათა,ვითარსახედ არიან ელინნი,ესე იგი – ბერძენნი.

ხოლო კვალად სხვანი არიან ბუნებით სადგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი,სიმართლესა ცხოვრებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმრთისა ოდენ და მკლავისა თვისისა მოსავნი,რომელითაცა უკვე გამოისახვის და საცნაურ იქმნების სიქველე ჭაბუკისა,ვითარცა,აჰა ესერა,არს ნათესავნი ჩვენ ქართველთანი.რამეთუ ვითარცა საცნაურ არს ყოველთა მიერ,უეჭველად ესევითარი ბუნება პირველითგანვე უკვე დამცველობს ნათესავთა შორის ქართველთასა”… (ავტორი გენია.ჯი)