სერ ართურ იგნატიუს კონან დოილის წიგნიდან – “დანაშაული კონგოში”
გენიალური შოტლანდიელი მწერალი და საყოველთაოდ ცნობილი “შერლოკ ჰოლმსის” პერსონაჟის შემქმნელი - სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი (1859-1930 წლები),1909 წელს აქვეყნებს წიგნს,სახელწოდებით – “დანაშაული კონგოში”,სადაც მოთხრობილია ბელგიელ ოკუპანტთა მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებები ერთ-ერთ აფრიკულ სახელმწიფოში – კონგოში,რომელსაც დიდად აკრიტიკებდა თავად მწერალი.აქვე შემოგთავაზებთ ერთ ეპიზოდს კონგოს ოკუპაციისა,რომელიც აღწერილია ამავე წიგნში:
“მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბელგიამ მოახერხა ის,რომ კონგო “მწვანე ჯოჯოხეთად” ექცია… ეს მოიმოქმედეს ბელგიის მეფემ,ბელგიელმა ფინანსისტებმა,ბელგიელმა იურისტებმა და ბელგიელმა კაპიტალისტებმა… სიტყვა მივცეთ შვედ მღვდელს – შუბლომს:
ადგილობრივი მკვიდრნი კაუჩუკის მოტანაზე უარს ამბობენ.მაშინ მათ ომს უცხადებენ,ყოველი მხრისაკენ მიეშურებიან დამსჯელი რაზმები.ისინი თავს ესხმიან დასახლებულ პუნქტებს… ანადგურებენ ბრინჯის ყანებს,იტაცებენ სურსათის მარაგს,ჭრიან მკვახე ბანანებს,ხშირად ქოხებსაც გადასწვავენ ხოლმე და, რაღა თქმა უნდა,იტაცებენ ყველაფერს,რასაც კი რაიმე ღირებულება აქვს…
აღვწერ ერთ შემთხვევას,როცა ჩემს თვალწინ კაცი მოკლეს.ერთხელ ისე მოხდა,რომ ქვეყნის სიღრმეში შევედი რამდენადმე იმაზე უფრო შორს,ვიდრე ამას კომისარი წარმოიდგენდა, და ისეთ სურათს წავაწყდი,რომელიც,კომისრის აზრით,მე არ უნდა მენახა.ეს ამბავი მოხდა სოფელ იბერაში,(ავტორი გენია.ჯი) სადაც ჩემამდე თათრკანიანს არ გაევლო.მზის ჩასვლის ხანი იყო; ადგილობრივი მკვიდრნი დაბრუნებულიყვნენ მდინარისპირა ჭალებიდან,სადაც ისინი კაუჩუკს ეძებდნენ.ის იყო ქადაგება უნდა დამეწყო,რომ ხალხში შეიჭრნენ ბელგიელი დამსჯელები და ხელი სტაცეს რომელიღაც მოხუცს.გაათრიეს იგი გვერდზე; რაზმის მეთაური ჩემთან მოვიდა და მითხრა: “ეს კაცი უნდა დავხვრიტო,რადგანაც დღეს მდინარეში ანკესით თევზაობდა იმის მაგივრად,რომ კაუჩუკი ეძებნა”.რამდენიმე წუთის შემდეგ გუშაგმა ჩემივე თვალწინ ესროლა მოხუცს,რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.ეს გახლდათ ჩემთვის “შოკი”; ეს გახლდათ დანაშაული,რომელიც ჩადენილ იქნა ყოველგვარი ამორალური და ზნეობრივად დაცლილი ადამიანების და ზოგადად რომ ვთქვათ ოკუპანტების მიერ”. (ავტორი გენია.ჯი)