ჩარლი ჩაპლინის “პირველი გამოსვლა სცენაზე”…
გენიალური ინგლისელი კომედიური ჟანრის მსახიობი – სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი წერდა:
“ვერასოდეს შევძლებ,მოვყვე იმ სიღატაკის,უბედურებისა და დამცირების შესახებ,ჩვენ – დედაჩემმა,ჩემმა ძმამ და მე რომ გადავიტანეთ იმ წლებში.ვერასოდეს შევძლებ,რადგან არავინ დამიჯერებს.ხანდახან თვითონაც არ მჯერა,ეს ყველაფერი მე თუ გადამხდა”.
ჩარლი ჩაპლინი უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა.დედამისი ლილი,სასცენო მსახიობი გახლდათ და სწორედ მის ერთ გამოსვლას მოჰყვა “ოლდერშოტშის თეატრში”,დიდი მსახიობის სრულიად შემთხვევითი სასცენო ნაბიჯები.მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა საღამო,როდესაც დედამისმა სცენაზე სიმღერის დროს ხმა დაჰკარგა.თავად ამ დროს კულისებიდან ადევნებდა თვალს ყოველივეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ თეატრში თავს იყრიდნენ უმეტესად ჯარისკაცები,რომლებიც დიდი ხალისით ამასხარავებდნენ და უსტვენდნენ მსახოიბებს,თუ კი მათი გამოსვლა არ მოეწონებოდათ.ისედაც მძიმე მდგომარეობასი მყოფ ჩარლის დედას,ძალიან უჭირდა ასეთ ატმოსფეროში მუშაობა,თუმცა ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახლდათ.ამ პერიოდში ჩარლი მხოლოდ ხუთი წლის გახლდათ,იგი ამ მოვლენას და მის პირველ ნაბიჯს სცენაზე ასე აღწერს:
“მახსოვს,როგორ ვიდექი კულისებში,როდესაც უეცრად დედას ხმა ჩაუწყდა.მაყურებლებმა სიცილი დაიწყეს.ვიღაცამ ფალცეტით წაიმღერა,ვიღაცამ დაიკნავლა.ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო,წესიერად ვერც კი მივხვდი,რა მოხდა.მაგრამ ხმაური სულ ძლიერდებოდა და დედა იძულებული გახდა,სცენა დაეტოვებინა.ის ძალიან ნირწამხდარი იყო,დირექტორს ედავებოდა.უცებ დირექტორმა თქვა,რომ შეიძლებოდა,დედაჩემის ნაცვლად სცენაზე მე გავსულიყავი – ერთხელ შეესწრო,როგორ გავითამაშე რაღაც დედაჩემის ნაცნობების თვალწინ.
მახსოვს,ხელი ჩამკიდა და ამ ღრიანცელში სცენაზე გამიყვანა,პუბლიკას ჩემი თავი ორიოდე სიტყვით წარუდგინა და შემდეგ იქ მარტოდმარტო დამტოვა.და აი,რამპის ჩირაღდნების ბრდღვიალში,რომლის მიღმა,თამბაქოს ბუღში,მაყურებლის სახეები მოჩანდა,იმ დროისათვის პოპულარული სიმღერა, “ჯეკ ჯონსი” წამოვიწყე ორკესტრის აკომპანირებით,რომელმაც კარგა ხანს ვერ მოახერხა ამყოლოდა.ნახევარიც არ მიმღერია,რომ სცენაზე მონეტების წვიმა წამოვიდა. (ავტორი გენია.ჯი) მე სიმღერა შევწყვიტე და გამოვაცხადე,ჯერ ფულს შევაგროვებ და მერე გავაგრძელებ-მეთქი.ჩემს რეპლიკას ხარხარი მოჰყვა.სცენაზე დირექტორი გამოვიდა ცვირსახოცით ხელში და მეხმარებოდა,რომ მონეტები უფრო სწრაფად ამეკრიფა.მე კი შემეშინდა,ფული თავისთვის არ დაეტოვებინა.ეს მაყურებელმაც შეამჩნია და დარბაზში ხარხარი გაძლიერდა,განსაკუთრებით მაშინ,როცა დირექტორმა სცენიდან გასვლა დააპირა.ვცდილობდი,ერთი ნაბიჯითაც არ ჩამოვრჩენოდი.მხოლოდ მაშინ დავბრუნდი,როდესაც დავრწმუნდი,მონეტები დედას გადასცა და სიმღერა მერეღა დავასრულე.სცენაზე თავს ისე ვგრძნობდი,როგორც საკუთარ სახლში,პუბლიკასთან თავისუფლად ვლაყბობდი,ვცეკვავდი,ცნობილ მომღერლებს ვცინებდი,მათ შორის დედასაც – მის საყვარელ ირლანდიურ მარშს ვასრულებდი.როდესაც მისამღერი გავიმეორე,იქვე გულუბრყვილოდ განვასახიერე,დედას ხმა როგორ ჩაუწყდა და გაოგნებული დავრჩი,როდესაც ამან პუბლიკას უსაზღვრო აღტაცება მოჰგვარა.დარბაზი ხარხარებდა,ტაშს მიკრავდა და ისევ წამოვიდა მონეტების წვიმა.როდესაც ჩემს გასაყვანად სცენაზე დედა გამოვიდა,მასაც მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.აი ასეთი იყო ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე”. (ავტორი გენია.ჯი)