მარტინ ბეხაიმი – “მიწიერი ვაშლი”

“მიწიერი ვაშლი” - ტრადიციული სახელწოდება გახლავთ “გლობუსისა”.იგი შექმნილი იქნა გამოჩენილი გერმანელი სწავლულის,მეზღვაურისა და მოგზაურის – მარტინ ბეხრაიმის (1459-1507 წლები) მიერ.აღსანიშნავია,რომ სწორედ მარტინი მიიჩნევა შემქმნელად იმ უძველესი გლობუსისა,რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია.გლობუსზე გაკეთებული წარწერა ეძღვნება სამხრეთ პოლუსს და ამავე დროს მითითებულია მისი დამზადების დროც – 1492 წელი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა როგორც ცნობილი ხდება დოკუმენტებიდან,იგი დამზადებული იქნა 1493-1994 წლებში.იმის დასტურად,რომ ბეხაიმის მიერ დამზადებული გლობუსი 1493-1494 წლებში დამზადდა,მოწმობს ისიც,რომ “მიწიერი ვაშლის” დამზადებისთვის თანხა ბეხაიმს შემკვეთმა (იგი შეკვეთილ იქნა ქალაქ ნიუნბერგის საბჭოს მიერ) მხოლოდ 1494 წელს გადაუხადა,მას შემდეგ,რაც გლობუსი ოფიციალურად იქნა წარდგენილი ქალაქის საბჭოში.არსებობს ფაქტები,რომლის მიხედვითაც,გლობუსის დამზადების მიზანი გახლდათ ის,რომ მას ხელი შეეწყო უკანასკნელი ტოპოგრაფიური რუკის დამზადების კუთხით და ამასთანავე იგი ერთგვარი სტიმურილებელი ყოფილიყო ფინანსურად ძლიერი საზოგადოებისათვის,რათა დაეფინანსებინათ “გეოგრაფიული კვლევითი ექსპედიციები”.როგორც ცნობილია ძველი რომაული ისტორიული წყაროებიდან თავდაპირველი გლობუსი შექმნილ იქნა ძველბერძენი ფილოსოფოსის და ფილოლოგის – კრატეტ მალაელის მიერ ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 150 წელს,თუმცა ამ გლობუსს ჩვენამდე არ მოუღწევია.ბეხაიმის გლობუსი წარმოადგენს 507 მილიმეტრის დიამეტრის მქონე მეტალის ბურთს,სადაც დატანილია რუკა XV საუკუნის ბოლო პერიოდისათვის ცნობილი ყველა გეოგრაფიული აღმოჩენები. (ავტორი გენია.ჯი) მასზე ასევე დატანილია მერიდიანები და ეკვატორი.მიუხედავად ამისა არის შეცდომებიც.ამ გლობუსზე დატანილი არ გახლავთ ქრისტეფორე კოლუმბის მიერ აღმოჩენილი “ახალი სამყარო”.ამერიკის კონტინენტი გლობუსზე ჩნდება მხოლოდ მას შემდეგ,რაც ცნობილი გერმანელი კარტოგრაფი  - მარტინ ვალდზეემიულერი (1470-1522 წლები) ამზადებს ახალ გლობუსს.მიუხედავად იმისა,რომ მარტინ ბეხაიმის გლობუსზე ადრე იქმნებოდა სხვა გლობუსები,ასევე მასზე იყო შეცდომები,იგი მაინც ერთ-ერთ უნიკალურ გლობუსად არის მიჩნეული და შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს შუასაუკუნეების კარტოგრაფიული ხედვისა.”მიწიერი ვაშლი” ქალაქ ნიურნბერგის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა გახლდათ და ნიურნბერგის რატუშის ცენტრშიც იყო განთავსებული XVI საუკუნეში.მოგვიანებით ეს გლობუსი გადაეცა ბეხრაიმების ოჯახს და საბოლოოდ 1907 წელს იგი გადაეცა ნიურნბერგის ეროვნულ მუზეუმს სადაც დღემდეა დაცული.მარტინ ბეხრაიმის მიერ დამზადებული გლობუსი – “მიწიერი ვაშლი”,ყველაზე ძველი გლობუსია ისტორიაში,რომელსაც ჩვენამდე მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი)

მარტინ ბენხაიმი