ჯეიმს რობინსონი

ჯეიმს რობინსონი - დაიბადა 1809 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ბოსტონში,ლინკოლნშირის საგრაფო (ინგლისი).იგი გახლდათ ცნობილი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი,რომელმაც ორგანიზება გაუკეთა მოგზაურთა ექსპედიციას 1845 წელს ტუნისიდან,ლიბიაში,გადამესის და გატის ოაზისებსა და საჰარის უდაბნოში. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოგზაურობის დროს მან შეკრიბა ცნობები ბერბერულ ხალხზე – ტუარეგებზე (თვითდასახელება – ტიმოშაგი),რომლებიც ცხოვრობენ მალიში,ნიგერიაში,ბურკინა-ფასოში,მაროკოში,ტუნისსა და ალჟირში.თუმცა ეს ცნობები უფრო ზედაპირული გახლდათ და არა სამეცნიერო.პირველი სამეცნიერო კვლევა ამ ხალხის შესახებ,ფრანგმა მკვლევარმა და მოგზაურმა – ანრი დიუვერემ (1840-1892 წლები) აწარმოა 1857 წელს.ცხრა თვიანი მოგზაურობის შემდეგ ჯეიმსი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში ჩადის,ხოლო 1849 წელს ლონდონში აქვეყნებს მის პირველ წიგნს – “მოგზაურობა საჰარაში”.1849 წელს ბრიტანეთის მთავრობამ აფრიკულ საზოგადოებას მოუწოდა ბრიტანელებთან ერთად თანხვედრაში,გამოეკვლიათ აფრიკის კონტინენტის შიდა რაიონები.ამის შემდგომ ბრიტანეთმა ორგანიზება გაუკეთა ექსპედიციას და საჰარას უდაბნოს გავლით,გამოიკვლიეს უძველესი საქარავნო გზები,რომლებიც ადრეულ საუკუნეებში სავაჭრო დანიშნულების უმთავრესი გზა გახლდათ აფრიკული ქვეყნებისა.ზემოთ აღნიშნული ექსპედიციას სათავეში უდგა ჯეიმს რობინსონი 1850 წელს.ამ ექსპედიციაში რობინსონთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი გერმანელი მოგზაური და აფრიკის კონტინენტის მკვლევარი – ჰენრიხ ბარტი (1821-1865 წლები) და ასევე გერმანელი მკვლევარი,გეოლოგი და მოგზაური – ადოლფ ოვერვეგი. (ავტორი გენია.ჯი) რიჩარდსონმა ისტორიაში ტავი ამ კვლევების გარდა დაიმკვიდრა იმითაც,რომ იგი გახლდათ პირველი ევროპელი მოგზაური,რომელმაც გადალახა “გამადას ზეგანი” – საჰარას უდაბნოში.მისი მოგზაურობის დღიურები ბრიტანეთში დაიბეჭდა.1853 წელს ქვეყნდება – “თხრობა ცენტრალური აფრიკის მისიისა”,რომელიც ორ წიგნად იქნა გამოცემული და ასევე ორ წიგნად იქნა გამოცემული 1859 წელს – “მოგზაურობა მაროკოში”.ჯეიმს რობინსონმა დიდი როლი ითამაშა ამ კონტინენტის შიდა რაიონებისა და საჰარის უდაბნოს კვლევებში,რითიც საკუთარი მოღვაწეობით ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებად იქცა გეოგრაფიული კვლევების სახელმძღვანელოებში.ჯეიმს რობინსონი გარდაიცვალა 1851 წლის 4 მარტს ნგურუტუაში. (ავტორი გენია.ჯი)