იოსებ დავითაშვილი – “ჩემი ლოცვა”
იესო,კაცთა მოყვარე,მხსნელო დამბადეო.
ოცდაათ ვერცხლად ნასყიდო,სიმართლისა ბჭეო!
სისულელეს ამაშორე,სიბრძნეს შემყარეო,
ერთი საწყალი გლეხი ვარ,მეწისქვილის ძეო.
ბეთლემის ქალაქს შობილო,ცხოვრებისა ხეო,
დავარდნილვარ უმეცრებით,შენ მომეხმარეო;
ამაკრიფნე ცოდნანი,ქვეყნად მავლინეო,
ვითარცა მკვდარი საფლავით,მეც აღმადგინეო.
იესო,კარგო მკურნალო,წამალი დამდეო,
თაყვანს გცემ,ჩემთვის ტანჯულო,შენ მომეხმარეო;
ავაზაკათა ვინ გიცნო,კაცთა მოყვარეო!
შნო მომე შენის ქვებისა,გთხოვთ და მიბოძეო.
ვერძი ვარ,მგელს ნუ შემაჭმევ,დამიცვ,დამფარეო,
იესო,ძეო ღვთისაო მტერს ამაშორეო…
ლოცვა ჩემი შეისმინე,რაც რო მე გთხოვეო;
იოსე ბად წოდებულსა,გზა გამიკვლიეო!