სოლომონ ბრძენი – “ცხოვრების შეფასება”
“ყველასათვის ცნობილია,რომ ჩვენი დაბადება ჩვენ არ გვეკითხება ადამიანთ,ჩვენი ნების,ჩვენი სურვილის გარეშე ვღებულობთ სახეს; ვცხოვრობთ,ვმხიარულობთ,ვიტანჯებით და ვკვდებით,ვქრებით,ვისპობით სამუდამოდ.სამყარო,ბუნება,მეტად რთული საიდუმლოებაა,სიცოცხლე კი ერთობ წუთიერი.დროს დასასრული არა აქვს,სივრცეს საზღვრები,სამყაროს თავი და ბოლო.სიცოცხლე კი ელვასა ჰგავს, – გამოაშუქებს ერთ წამს და სანამ ბუნების საიდუმლოებას ოდნავადაც მაინც მივუახლოვდებოდეთ,ჩაქრება კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ხშირად ადამიანი გაიფიქრებს კიდეც რა სისულელეაო ცხოვრება (მითუმეტეს ცხოვრებისაგან გატანჯული ადამიანი),როდესაც იგი თავისი არსებობის წუთიერებას შეადარებს ბუნების დაუსრულებლობის ხანას.თუმცა როდესაც ადამიანს გული მოუკვდება,მხოლოდ მაშინ ხედავს თავისი გრძნობების გაცხოველებას.
ერთ-ერთი უდიდესი “ბრძენი” კაცობრიობის ისტორიაში – ისრაელის სამეფოს მეფე – სოლომონი (ძველ ებრაულად შლომო.არაბულად სულეიმანი,რაც “მშვიდობას” აღნიშნავს),დიდი გავლენითა და სიბრძნესთან ერთად,დიდი სიმდიდრითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას არ გააჩნდა ისეთი სურვილი,რომლის განხორციელებაც არ შეეძლო.ამქვეყნიური ბედნიერების,მხიარულებისა და სიამოვნების კარი მისთვის ფართოდ იყო გაღებული და ისიც ნეტარებისა და სიტკბოების ზღვაში გულმხიარული დანავარდობდა.ყოველივე აუსრულდა,ყველაფერს მიაღწია,ყოველივე გამოსცადა,ყველაფერი იგემა და, როდესაც ბოლოს,დაეკითხა საკუთარ თავს: რა არის ქვეყანა,რა არის ადამიანის ცხოვრებაო? დაასკვნა,რომ – “ყველაფერი ამაო ამაოებათა არს და ყოველივე ამაოაო”.აი, მოკლედ,პასუხი მთელი მისი განვლილი ცხოვრებისა,მისი განცდილი ნეტარებისა.
სოლომონ ბრძენი სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა,როდესაც ამბობდა: “ერთადერთი ნუგეში რაც ადამიანს,ცხოვრებაში გააჩნია და შემორჩა ეს მისი სარწმუნოებაა,რომელიც ხსნის აზრს და შეგნება შემოაქვს,ყველა ადამიანში თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის სიცოცხლე,ცხოვრება – რომელიც კაცთა მოდგმის თითოეულმა წევრმა სინდისიერად და ღვთისნიერად გალიოს.რათა ჩვენს მიერ განვლილ ცხოვრებას,მართლაც “ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაო” არ ეწოდოს”. (ავტორი გენია.ჯი)