გაიუს იულიუს კეისრის “ერთი თვისება”

ძველი რომის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური,საზოგადო მოღვაწე,მხედართმთავრი,რეფორმატორი და შესანიშნავი ორატორი – გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),გარდა იმისა,რომ უდიდესი პიროვნული ღირსებებით ხასიათდებოდა,საყოველთაო მოსაზრებით,სასიყვარულო სიამეთა დიდი მოტრფიალეც ყოფილა და ამ საქმისათვის საკმაოდ დიდ თანხებსაც იმეტებდა.(ავტორი გენია.ჯი) მას ბევრი წარჩინებული ქალი ჰყავდა საყვარლად.მათ შორის ძველი რომის კონსულის სერვიუს სულპიციუს რუფუსის (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები) მეუღლე – პოსტუმია; რომის კონსულის (ძვ.წ.აღ-ით 58 წელს) ავლუს გაბინიუსის ცოლი – ლოლია; გამოჩენილი რომაელი მთავარსარდლის და სახელმწიფო მოხელის მარკუს ლიცინიუს კრასუსის (ძვ.წ.აღ-ით 115-53 წლები) ცოლი – ტერტულია; ძველრომაელი მხედართმთავრის და სახელმწიფო მოხელის გნეუს პომპეუსის (ძვ.წ.აღ-ით 106-48 წლები) ცოლი – მუკისია.მის საყვარლებს შორის ასევე იყვნენ დედოფლებიც,მაგალითად – მავრიტანიის მეფის ბოგუდის მეუღლე – დედოფალი ევნოე.თუმცა მათ შორის იულიუსი ყველაზე მეტად ეგვიპტის ლეგენდარული დედოფლით – კლეოპატრა VII-ით (ძვ.წ.აღ-ით 69-30 წლები) იყო მოხიბლული.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ იულიუს კეისარი დიდად იყო გატაცებული რომაელი სენატორის (შემდგომში მისი ერთ-ერთი მკვლელი) – მარკუს ბრუტუსის (ძვ.წ.აღ-ით 85-42 წლები) დედის – სერვილიას სიყვარულითაც.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ჯერ კიდევ მანამ,სანამ იულიუსი კეისარი გახდებოდა (კონსულობის პერიოდში),სერვილიას ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული 6 მილიონად ღირებული მარგალიტები მიიჩნეოდა.ამავე დროს,საყვარელ ქალს აუქციონებზე ჩალის ფასად მიჰყიდა უმდიდრესი მამულები.ასეთი დაბალი ფასებით მიწების გაცემა ხალხს ძლიერ გაუკვირდა.თუმცა მიზეზიც მალევე დადგინეს.დიდმა რომაელმა პოლიტიკოსმა,მოაზროვნემ და დიდებულმა ორატორმა – მარკუს ტულიუს ციცერონმა მახვილგონივრულად შენიშნა: “რითაა ცუდი გარიგება,თუ მესამედი გამყიდველს რჩება?”

არის ვარაუდებიც,რომ სერვილიამ იულიუს კეისარს თავისი მესამე ქალიშვილიც კი მიჰგვარა.ამ მიზეზთა გამო კურიონ-უფროსმა თავის ერთ-ერთ სიტყვაში იულიუს კეისარი ამ სიტყვებით მოიხსენია:

“ყველა ცოლის ქმარი და ყველა ქმრის ცოლის – საყვარელი”. (ავტორი გენია.ჯი)