ალბერტ აინშტაინი – “ღმერთი კამათელს არ თამაშობს”

გენიალური ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფრაზა: “ღმერთი კამათელს არ თამაშობს”,კვანტური მექანიკის მიმართ თავისი ინტუიციური დამოკიდებულება გახლდათ “ხატოვნად” გამოთქმული.იგი ამ გამოთქმას,სხვადასხვაგვარად უკეთებდა ფორმულირებას და ხშირად იყენებდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) გენიალურმა დანიელმა ფიზიკოსმა და თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – ნილს ბორმა (1885-1962 წლები),აღნიშნული გამოთქმა ინგლისურ ენაზე თარგმნა,მაგრამ იმის გათვალისწინებით,რომ ყოველდღიურ მეტყველებაში ღმერთის ცნების გაგება არაერთგვაროვანია,”ღმერთი” თარგმნა,როგორც “the providential autoritets” – ანუ “განგების ძალები”, და ამ შემთხვევაში,შესაძლოა,ნილს ბორსა და ალბერტ აინშტაინს შორის მეცნიერული თვალთახედვათა სხვადასხვაობაც იკითხებოდეს.ალბერტ აინშტაინმა კი,პირიქით,1945 წელს დაწერილ ერთ წერილში,რომელშიც თავისი რელიგიური შეხედულებების შესახებ დასმულ კითხვებს სცემდა პასუხს,ასეთი რამ აღნიშნა: “ყოველთვის მომატყუებელია ადამიანური წარმოდგენების გავრცელება ადამიანური სფეროს გარეთ”.და ამით იგი თითქოს იზიარებდა კიდეც იმ ღმერთის მიმართ ნილს ბორის ურწმუნოებას,რომელიც კამათელს თამაშობს; თუმცა 1953 წელს ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს,რომ ის ამ გამოთქმაში არც იეღოვას გულისხმობდა და არც იუპიტერს.არამედ გულისხმობდა – შინაგან ღმერთს,რომელზეც გენიალური ნიდერლანდელი ფილოსოფოსი – ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზა (1632-1677 წლები) საუბრობდა თავის დროზე.აინშტაინი წერდა: “ჩვენ უნდა აღგვაფრთოვანებდეს სამყაროს სტრუქტურის მშვენიერი ჰარმონია,რამდენადაც მისი წვდომა შეგვიძლია – სულ ეს არის”.სწორედ ეს ჰარმონია იქნებოდა დარღვეული იმ შემთხვევაში,ღმერთი რომ კამათლის მოთამაშე ყოფილიყო. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის ასახსნელად გენიალური ფიზიკოსი ფიზიკურ არგუმენტებს იშველიებს და მის ნათქვამს,თუნდაც ხატოვნად თქმულს უდიდესი მნიშვნელობა და წონა აქვს.მაინც რას გულისხმობდა აინშტაინი სიტყვაში “ღმერთი”,დაზუსტებით ამის ამოხსნა შეუძლებელია,მიუხედავად იმისა,რომ ის ამ თემას ხშირად ეხებოდა.თუმცა ფაქტია,რომ ეს სიტყვა იყო სიმბოლო,მისი მეცნიერული ძირიტადი პრინციპისა,რადგან,მართლაც ვის ძალუძს ღმერთის განსაზღვრება? ეს გახლდათ სწორედ სიმბოლო,რომლითაც აღინიშნებოდა აინშტაინის მიერ გულანთებული ძიება საოცრის,მშვენიერის; ეს სიმბოლო გამოიხატებოდა სამყაროს მთლიანობასთან მის ინტუიციურ თანაზიარებას,და მისი გენიის განმსაზღვრელიც კი გახლდათ.აღსანიშნავია,რომ – გენიის ცნებაც,ხომ თავისთავში ყველა დეფინიციას უსხლტება. (ავტორი გენია.ჯი)