ლეონარდო ბრუნი

ლეონარდო ბრუნი – დაიბადა 1370 წელს არეცოში (იტალია).რადგან იგი წარმოშობით არეცოდან გახლდათ საკუთარ თავს მოიხსენიებდა,როგორც – Aretino.ლეონარდო დღევანდელ დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ჰუმანისტად და სწავლულად,რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი ხიბლი შესძინა იტალიურ აღორძინების საუკუნეს. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე იგი გახლდათ ძალიან კარგი მწერალი და ისტორიკოსი.სწავლა ფლორენციაში დაიწყო,თუმცა მალევე რავენაში აგრძელებს იურისპოდენციის შესწავლას.მოგვიანებით ბერძენი ემანუილ ხრიზოლორასის რჩევით,ბრუნდება ფლორენციაში და სიღრმისეულად ეუფლება ანტიკური ხანის კლასიკურ პერიოდს.1405 წელს ეკავა,რომის პაპის მდივნის პოსტი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ლეონარდო აცილებდა რომის პაპს იოანე XXIII-ს (იგივე – ბალთაზარ კოსა,რომელიც მოგვიანებით “ანტიპაპად” იქნა აღიარებული,თავისი საშინელი ქმედებებისდა გამო) 1415 წელს კონსტანციის მონასტერში.მას შემდეგ რაც იოანე XXIII “ანტიპაპად” აღიარეს,ლეონარდო ბრუნდება ფლორენციაში და ამ რესპუბლიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში იწყებს აქტიურობას.ფლორენციის მმართველის – დონატო აჩიაიუოლის მითითებით დაწერა “Historiarum Florentinarum libri XII” ,რის შემდეგაც მას მიენიჭა ფლორენციის მოქალაქეობა და ამავე რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა.მან თარგმნა იტალიურ ენაზე ისეთი გენიოსების შემოქმედება,როგორებიც იყვნენ – არისტოტელე,დემოსთენე,პლუტარქე და სხვები.მისი ნაშრომი “სწორად თარგმის შესახებ”,პირველი მცდელობა გახლდათ შექმნილიყო თეორია თარგმანებისა. (ავტორი გენია.ჯი) მის ცნობილ ნაშრომთა შორის ასევე მოიხსენიება მრავალ უცხო ენაზე ნათარგმნი “De amore Guiscardi et Sigismundae filiae Tancredi”.მისი მთავარი თემა შემოქმედებისა გახლდათ – რწმენა ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და მათი კეთილშობილებისა.იგი მართებულად თვლიდა ადამიანის მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას და არ იზიარებდა ასკეტიზმის პრინციპებს.მისმა ნამუშევრებმა “ფლორენციის ისტორია” და “ჩანაწერები ჩემი დროისა”,დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში.იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა ყველა მოქალაქის,ადამიანების უფლებებს და მკაცრად გამოდიოდა მილანელი ტირანების წინნაღმდეგ.ლეონარდო ბრუნი გარდაიცვალა 1444 წლის 8 მარტს ფლორენციაში.მისი გარდაცვალების შემდგომ კი დავა ფლორენციასა და არეცოს შორის დაიწყო იმის შესახებ თუ სად უნდა დაკრძალულიყო პატივით ლეონარდო და რომელ ქალაქს უნდა აეგო მისთვის ძეგლი.საბოლოოდ ეს მისია მაინც ფლორენციას ხვდა პატივად. (ავტორი გენია.ჯი)