სულხან-საბა ორბელიანის განმარტება “ამპარტავნებისა”
“ამპარტავნება” – ამპარტავანი ეს არს თავისის ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე,გულმაღალი და სწავლის მოთაკილე.ამპარტავნება,ზვაობა,ზეთამჩეობა,სილაღე,კოზლობა და კოხტაობა განიყოფებიან ესრეთ: ამპარტავნებაჲ არს საზოგადო ყოველთა კაცთათვის,რამეთუ მდიდართა შორისცა იქმნებიან ამპარტავანნი და გლახაკთაგანიცა,აზნაურთგანიცა და უაზნონი,უღირსთა სიმაღლისა მდგომელნი… ხოლო ზვაობაჲ არს არა ყოველთა ზედა,არამედ მდიდართა და დიდებულთა,სწავლულთა და ხელმარჯვეთა და მნეთა.ქედმაღლობა – რომელნი განლაღნენ და აღარა ჰგონებდნენ სიმდიდრისა და დიდებისა მათისა მოკლებასა,გინა სწავლათა მიერ დაცემასა…ხოლო ზესტამჩენობაცა – ვიეთთა ზედა კაცსა,რომელსა ენებოს თავი სხვისსა უმაღლესად და უკეთესად გამოჩენა.და სილაღე არს ჭაბუკთა კადნიერებითი საქმე… ხოლო კოზლობაი არს,რომელი ჯდომის მოყვარე იყოს ზემო უგვანთა მისთა ადგილთა და მსგავსად ამათთასა მცირეთა მოქმედი.და კოხტაჲ არს,რომელი შეხედვითა ზვავსა ჰგვანდეს,ხოლო საქმითა მდაბალი იყოს. (ავტორი გენია.ჯი)