პირონ ელინელი

პირონ ელინელი – დაიბადა დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 360 წელს.იგი გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დამაარსებელი – ძველი სკეპტიკური სკოლისა.იგი მხარს უჭერდა მოსაზრებას,რომ ბუნებაში ნამდვილად არ არსებობდა და შესაბამისად არაფერი წარმოადგენდა არც – ლამაზს,არც – უშნოს,არც – სამართლიანს და არც – უსამართლოს,რადგან თავის თავში ეს ყველაფერი თანაბარი იყო ერთმანეთისა,რის გამოც მათ მიმართ ადამიანი გულგრილი უნდა დარჩენილიყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო,პირონის ფილოსოფიის ეს ცნებები ერთმანეთისგან ხარისხით დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთი-მეორისაგან.მისივე მოსაზრებით ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია აღქმა საგნებისა და სწორედ ამაზეა დაფუძნებული მეთოდი თავშეკავებისა,გამომდინარე მსჯელობისაგან.დიოგენე ლაერტის გადმოცემის თანახმად,პირონი თავის მასწავლებელს ანაქსარქეს (რომელიც თავის მხრივ დემოკრიტეს მოსწავლე გახლდათ თავის დროზე),ყველგან დაყვებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი შეხვდნენ ინდოელ – ჰიმნოსოფისტებს (სიტყვასიტყვით – შიშველი ბრძენი).სწორედ ამიტომ ფიქრობდა დიოგენე,რომ პირონის ფილოსოფიურ ხედვებზე დიდი გავლენა იქონია მათთან შეხვედრამ.მის სწავლებებს მოიხსენიებენ,როგორც – პირონიზმი,რომელიც შეიცავს დიდ სკეპტიციზმს.მისი ფილოსოფიური ხედვების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს,ძველბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი – სეკსტე ემპირიკე,რომელმაც პირონის თეორიები აღწერა მის წიგნში “პიროვანების მდგომარეობა”.ასევე მის შესახებ ნაშრომი დაწერა – ანტიგონე კარიტელმა სახელწოდებით “პირონის შესახებ”.პირონ ელინელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 270 წელს.მისი ფილოსოფიური ხედვები კი დიდ ინტერესს იწვედა და იწვევს დღესაც ამ დარგის მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)