“დიდი ქართველები” – კიტა აბაშიძის შესახებ წერდნენ…
“კიტა აბაშიძე იყო ერთი საუკეთესო რაინდთაგანი იმ ცნებისა,რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ.მან შექმნა ისეთი კულტი საქართველოს თაყვანისცემისა,რომელიც არ შეუქმნია არცერთს ქართველ პატრიოტს მანამდე.ლიტერატურაში თუ პოლიტიკაში ის მუდამ მუხლმოდრეკილი იდგა და უმღეროდა ოსსანას ყველა მას,რაც იყო საგულისხმიერო საქართველოს წარსულში,მის აწმყოში და რაც უნდა მოსულიყო როგორც მომავალი”…
“შალვა ამირეჯიბი”
“კიტას ბუნება ნამდვილ ავთანდილური იყო… იგი თავს ევლებოდა თავის მშობელ ერს,ემსახურებოდა ქართველობას,როგორც მისი შვილი,მოამაგე შვილი… და ქართველობა მუდამ სიყვარულით მისი სახელის ხსენებაში იქნება”.
“დავით კლდიაშვილი”
“ესთეტიურ სფეროში გამოდიოდა როგორც შეყვარებული რაინდი,რომელიც, – ქართველი რაინდი,რომელიც ქართულ ხელოვნებას ავთანდილად ევლინებოდა… იგი ეტრფოდა ყოველსსახელოვნო ძალას საქართველოში და ჭარბად შლიდა თავის ტრფიალს.”
“გრიგოლ რობაქიძე”
“ქართული ხელოვნების ერთადერთი მეგობრული დამფასებელი,ცოდნითა და არაჩვეულებრივი ნიჭით აღჭურვილი მასწავლებელი და გზის მაჩვენებელი.ქართული კულტურის უძლიერესი პიროვნული ფაქტორი,რომელიც ღამით მისი წარმატების ფიქრსა და ზრუნვაში იბრუნებდა სულს და დღე მისი წინსვლის ჭაპანს ყველაზე უფრო მედგრად ეწეოდა.”
“დიმიტრი უზნაძე”
“საქართველოსადმი გულანთებული ოქროპირი,გულმართალი,შეუდარებელი და დიდი ერუდიტი… იგი იყო არა მარტო დიდი მასშტაბის კრიტიკოსაი და ლიტერატორი,არამედ დიდი მამულიშვილიცა… – ჩვენი სათაყვანებელი ილია ჭავჭავაძის უერთგულესი მეაბჯრე და თანამებრძოლი…”
“კონსტანტინე გამსახურდია”