“როოპკუნდის ტბა” – (ჩონჩხების ტბა)
“როოპკუნდის ტბა” - ინგლისურ ენაზე “Lake Roopkund”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ჩონჩხების ტბა”,წარმოადგენს მცირე ზომის მოცულობის მქონე მაღალმთოვან ყინულოვან ტბას,მსოფლიოს უმაღლეს მთათა სისტემა ჰიმალაიზე (უტარაკჰანდის შტატი – ინდოეთი).იგი ჰიმალაებში განთავსებულია ზღვის დონიდან 5029 მეტრ სიმაღლეზე (სხვა ვერსიით 4778 მეტრ სიმაღლეზე) და წლის უმეტეს პერიოდებში ყინულით არის დაფარული.XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა ხმები იმის შესახებ,რომ როოპკუნდის ძნელადმისადგომ ტბასა და მის სანაპიროზე უამრავი ადამიანის ჩონჩხი “განისვენებდა”.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია.სწორედ ამის დასამტკიცებლად 1942 წელს ჰ.კ მადჰვალმა განახორციელა ასვლა ტბაზე,რა დროსაც მისდა გასაოცრად ტბის სანაპიროებზე მართლაც აღმოაჩინა 500-მდე ადამიანის ჩონჩხი.1960-იან წლებში,აღნიშნული ჩონჩხების ნაწილს ჩაუტარდა რადიოკარბონული ანალიზი,რომლის მიხედვითაც დამტკიცდა,რომ მათი ასაკი 5-დან 8 საუკუნეებამდე მერყეობდა.
2004 წელს ორგანიზებულ იქნა ინდო-ევროპულ მეცნიერთა ექსპედიცია,რომელთაც ტბის სანაპიროებზე,არა მარტო ჩონჩხები,არამედ საიუველირო ნაკეთობებიც კი აღმოაჩინეს.სპეციალისტთა მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა,რომ ჩონჩხები ორი კატეგორიის ხალხს განეკუთვნებოდა: ერთნი საკმაოდ დაბალი სიმაღლის მქონენი (ადგილობრივი გიდები და ბარგის მტვირთავები) და მეორე ჩვეულებრივი სიმაღლის მქონენი,რომელთაც მეცნიერები ბრაჰმანების ინდური ფილოსოფიის მიმდევრებად განიხილავენ.ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული განმეორებითი ანალიზისას დადგენილ იქნა მათი ასაკი,რომელიც 850-880 წლებით განისაზღვრა.(ავტორი გენია.ჯი) მათი გარდაცვალების შესახებ მრავალი ჰიპოთეზა გამოითქმოდა.მათ შორის – ეპიდემიის,ქარბუქის,მწყერის და მასიური მკვლელობებისაც კი.თუმცა მოგვიანებით ჰაიდარაბადელმა,ლონდონელმა და პუნელმა მეცნიერებმა ერთობლივად,მათი ასეთი მასიურად გარდაცვალების მიზეზად – უზარმაზარი მოცულობის სეტყვა დაასახელეს,რომელიც მათი გამოთვლით კრიკეტის ბურთის ოდენა უნდა ყოფილიყო (დიამეტრით 7 სანტიმეტრი).გარდაცვლილთა სხეულების ნაშთების კარგად შენახვას ხელი,ბუნებრივმა ცივმა კლიმატმა შეუწყო.როგორც ვარაუდობენ გარდაცვლილები ამ რეგიონში ერთ-ერთი რელიგიური კულტის – რანდა დევის დღესასწაულის აღსანიშნავად ავიდნენ.
1982 წელს ინდოეთში ჩამოყალიბდა რანდა-დევის ეროვნული პარკი და აღნიშნული ტბაც მის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.მასზე ასვლა არა მარტო ალპინისტებისათვის არის საშური საქმე,არამედ უბრალოდ ცნობიმოყვარე მოგზაურებისთვისაც.ამ მიზეზთა გამო აღნიშნულ ტბას ტურისტები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ “როოპკუნდის ტბა” მდებარეობს ორ უდიდეს მწვერვალს შორის: ტრისული (7120 მეტრი) და ნანგჰუნგტი (6310 მეტრი),რაც მის ირგვლივ ულამაზეს ხედებს ქმნის.ეს კი ადამიანებს კიდევ უფრო იზიდავს მისკენ.(ავტორი გენია.ჯი)