ენრიკო კარუზო – “ეპიზოდი”

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი საოპერო მომღერალი (ტენორი) – ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები) წარმოშოებით ნეაპოლიდან გახლდათ. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი შეურაცყხოფა თავისი გენიალური შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სწორედ რომ მისსავე მშობლიურ ქალაქ – ნეაპოლში მიაყენეს. (ავტორი გენია.ჯი)ცნობილია,რომ მან დაიპყრო ისეთი ცნობილი თეატრების სცენები,როგორებიც გახლდათ – ლას კალა (მილანი),კოვერტ გარდენი (ლონდონი),ნიუ-ორკის მეტროპოლიტენ ოპერა და სხვა გრანდიოზული საოპერო მექები.მისთვის ოვაციის,წარმატების,პატივისცემისა და სიყვარულის გარდა,დამსწრე აუდიტორიას (მოხიბლულს კარუზოს შემოქმედებით),მისი ვირტუოზული შემოქმედება ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია.კარიერის ზენიტში მყოფს,თხოვეს მშობლიური ნეაპოლის – “სან კარლოს” სცენაზე ორი წარმოდგენის გამართვა,რაზეც რაღა თქმა უნდა კარუზო დიდი სიხარულით დათანხმდა.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ კარუზო იმ პერიოდში თითოეული ჩატარებული კონცერტისათვის უზარმაზარ ჰონორარს იღებდა,თუმცა ამ შემთხვევაში მან მშობლიური ქალაქისათვის და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის წარმოდგენის გამართვისათვის ჰონორარის მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა.კონცერტი როგორც კი დაიწყო და პირველივე ბგერები გაისმა თუ არა კარუზოსი,დარბაზში ატყდა საშინელი სტვენის ხმა.მიუხედავად ამისა კარუზომ არია მაინც შეასრულა.მეორე პარტიის შესრულებამდე იგი კულისებში გავიდა,სადაც აღშფოთებულ ენრიკოს აუხსნეს,რომ სტვენა ნეაპოლელ არისტოკრატთა სპეციალური ქმედება გახლდათ.მიზეზად კი დაასახელეს,ის რომ კონცერტის დაწყების წინ კარუზო მათ განსაკუთრებულად არ მიესალმა.საბოლოოდ,ენრიკომ კონცერტი მაინც სრულყოფილად ჩაატარა.მისმა ხმამ დამსწრე საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა.სტვენით დაწყებული კონცერტი ოვაციებით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) ფეხზე იდგა და “ბრავოს” გაიძახოდა სტვენის შემკვეთიც და შემსრულებელიც.მეორე დღეს ანალოგიური ოვაცია მოუწყო ტენორს დარბაზმა,მიუხედავად ამისა,მასზე წინა დღით მომხდარმა “სტვენის აქტმა”,იმდენად უარყოფითად იმოქმედა,რომ ნეაპოლიდან წასვლამდე,ამ ქალაქის მფარველ – წმინდა ჯენაროს ხატს შეჰფიცა,არასოდეს მისი კარიერის მანძილზე მშობლიური ქალაქის სცენაზე აღარ იმღერებდა.აღნიშნული ისტორიის შემდგომ – ენრიკო კარუზო,კიდევ ორი ათეული წლის მანძილზე აოცებდა მსმენელთ.თუმცა,მიუხედავად უამრავი თხოვნისა ემღერა ნეაპოლში (მიუხედავად იმისა,რომ ნეაპოლზე უზომოდ გახლდათ შეყვარებული),მას აღარასოდეს მშობლიურ ქალაქში აღარ უმღერია.1921 წლის 3 აგვისტოს ენრიკო კარუზო მშობლიურ ნეაპოლშივე გარდაიცვალა,48 წლის ასაკში.მისი გარდაცვალების შემდგომ ქალაქში,მისი ხსოვნის პატივისმისაგებად დამზადებულ იქნა უზარმაზარი “ცვილის სანთელი”,რომელსაც ყოველ წელიწადში ერთხელ “წმინდა მარიამის” ხატთან დრემდე ანთებენ.როგორც გათვლილია,ეს უზარმაზარი სანთელი 500 წლის მანძილზე აინთება ენრიკო კარუზოს სულის მოსახსენიებლად. (ავტორი გენია.ჯი)