ბილბი

ბილბი - გახლავთ ჩანთოსანთა რიგის ძუძუმწოვარი ცხოველი – Thylacomyidae ოჯახისა.ძირითადად გავრცელებული არიან ავსტრალიის კონტინენტზე.აქვთ დიდი ყურები,როგორც კურდღელს და ასევე აქვთ გრძელი კუდი,რომლის ზედა ნაწილი შავია,ხოლო კუდის წვერი კი თეთრ ფერს იღებს.აქვთ ძლიერი მასიური კბილები,რაც თავის დაცვის მტაცებლისაგან საკმაოდ კარგ საშუალებას წარმოადგენს.გამოირჩევიან ძალიან ძლიერი კბენით.ძირითადად “ღამის ცხოვრებით” არიან ცნობილები და სანადიროდაც ღამე გადიან.საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული სმენის,ყნოსვის უნარი და შესწევთ უნარი სწრაფი სირბილისა,რაც მათ ნადირობაში ძალიან უწყობს ხელს. (ავტორი გენია.ჯი) სხეულის ზომებით ფაქტიურად კურდღელს არაფრით ჩამოუვარდებიან,ამიტომ მათ ხშირად მოიხსენიებენ,როგორც – “ბილბი კურდღელი”.იკეთებენ ღრმა სოროებს და იკვებებიან მწერებით,მღრნელებით და მატლებით.ასევე აქვთ საკმაოდ უცნაური ძილის მეთოდი – დგებიან უკანა თათებზე და თავი წინა თათებში აქვთ ჩადებული.მაკობის თვე შემოდგომაზე აქვთ და ბადებენ ერთ ან ორ პატარას.ადამიანთან მიმართებაში ბილბი აგრესიით არ გამოირჩევა,ავსტრალიელი აბორიგენები მათ მოიხსენიებდნენ,როგორც პატარა მტაცებლებს.გამოირჩევიან ულამაზესი აბრეშუმისებრი ბეწვით,რამაც მათ არსებობას საფრთხე შუქმნა,მათი ბეწვით ვაჭრობა ერთ-ერთი სარფიან ბიზნესადაც იყო ქცეული.ამ მიზეზთა გამო “ბილბი” ადამიანთა მიერ დასახლებულ ტერიტორიებს ერიდება და ისინი ფაქტიურად ამ ტერიტორიებზე აღარც ბინადრობენ. (ავტორი გენია.ჯი)