“წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ”
წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისა ესრეთ არს:
წინა დღით მწუხარსა,რომელსა დღესა ეგულებოდის კურთხევა,შეიმოსოს მთავარეპისკოპოსი.და უკეთუ მთავარეპისკოპოსი არ იყოს,დამთხვეულთა ეპისკოპოსთაგანი,ვისიცა სათნო უჩნდეს კათალიკოზსა.წარუძღვენ მგალობელნი,მღვდელნი და დიაკონნი შემოსილნი,საკუმეველითა და კეროვნითა.ხოლო მგალობელნი მგზავრნ ჯვარი ქ დგაინთაჲ.
და ვითა მიიწინენ პალატსა შინა და დავან ფეხშუმსა ზედა გვირგვინი,სკიპტრა,პორფირი და ბისონი,დაჰბურონ წმიდათა და ებისკოპოსმან ხელთა მიერ ტვირთვით შეიღოს ეკლესიად და დავას ტრაპეზსა ზედა.
და აღიხადოს შესამოსელი და იწყონ მწუხრისასა და ღამე იგი უძილად განათიონ ლოცვითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ თვით მეფედ განმზადებულმან და ყოველთა პალატთა შინა და ყოველმან სავსებამან ეკლესიისამან.
და ვითარ განთენდეს და ლოცვა აღასრულონ,წარვიდენ ყოველნი სახიდ თვისად და განისვენონ.
და ვითარ მოიწიოს ჟამი წირვისაჲ,სამჟამ ჰრეკონ ძელსა და შეკრბგენ ეკლესიად.და შეიმოსნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი,მღვდელნი და დიაკონნი.ჯვარისმტვირთველმან აასვენოს ძელი ცხოვრებისა და წარიმძღვარნნეს წინა მთავარდიაკონნი სანთლებითა და საკუმევლითა. (ავტორი გენია.ჯი) და ვითარ მიიწინნენ პალატად,თავმოდრეკილმან ჰრქვას მეფესა:
- გვაკურთხენ,წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო,მრავალცა არიან წელნი მეფობისა თქვენისანი.
და მერმე სრულიად ლაშქართა თქვან.
კვალად ტავის მომდრეკელმან ჰრქვას ლაშქართა:
- და თქვენცა გიხაროდენ,ძალნო უძლეველნო და დამამხობელნო მტერთა სამეფოსთანო,ჟამი არს წინამდებარისა საქმისა აღსრულებად.
და წარმოემართნენ ესრეთ სახედ: წინად ზარი მეფეთა და შემდგომად – დროშა და შუბი,და შემდგომად – მთავარდიაკონი და ჯვარისმტვირთველი,მეფე და ლაშქარი.
ამირსპასალარი,ხრმალშემორტყმული,მარჯვენით კერძო ჰყვებოდეს და სამეფო ხრმალი ორთავე ხელთა ზედა ეტვირთოს.
ეგრეთვე – ამილახორი და მეაბჯეთუხუცესი,ხრმალშემორტყმულივე,ამირსპასალარის კერძო ვიდოდენ.
ხოლო ჭყონდიდელი და ათაბაგი მარცხენით მეფისა ვიდოდენ და სხვანი მთავარნი.ხოლო მანდატურთუხუცესი,სამანდატუროსა არგნისა ხელითა მქონებელი,შემდგომად ჯვრისმტვილთელისა,წინა უვიდოდეს მეფესა.ეზოთუხუცესსა,ჩუხჩარეხსა,მეაბჯრეთუხუცესსა სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში,უკანა უდგეს მეფესა.
ამით წესითა ვითარცა მიიწივნენ კართა ეკლესიისათა,კათალიკოზი და ეპისკოპოსნი წინა მეოგებნენ.კათალიკოზმან თავმოდრეკილმან ჰრქვას მეფესა მაღლად:
- კურთხეულ არს მოსვლა თქვენი და დამტკიცება მეფეთ-მეფედ სამეფოსა ამას თქვენსა ზედა,და განმტკიცნეს ღმერთმან შიშსა და სარწმუნოებასა მისსა ზედა,და დაგამორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი სამეფოსა ამის თქვენისანი ქვეშე ფერხთა თქვენთა.
და თქვას ყოველმან ერმან:
- ამინ!
და თაყვანი სცეს მეფემან მდაბლად კათალოკოზსა.და უპყრას ხელი მარჯვენა კათალიკოზმან; ხოლო უკეთუ აფხაზეთისა კათალიკოზი არა იყოს – იშხნელმან ანუ მთავარეპისკოპოსმან.და წარიყვანონ და სამეფოსა ადგილსა დააყენონ. (ავტორი გენია.ჯი) და იწყონ აღმოკვეთათ სეფესა.ხოლო აფხაზეთის კათალიკოზმან დაჰბუროს,ანუ მთავარეპისკოპოსმან.და ვითარ დაჰბუროს,უწინარეს დაწყებისა,გამოუღოს ჯვარისმტვირთელმან ამირსპასალარს სამეფო ხრმალი და საკურთხეველსა შინა ძელსა ცხოვრებისასა მიყრდნობილი დადვას.
და დროშა და შუბი საკურთხეველისა კარს ემჭირნენ იმიერ და ამიერ.
უწინარეს კათალიკოზთა თქმისა და მთავარდიაკონისა გამოსვლისა,რომელსა მღვდელმოძღვარსა დაებუროს,წინაშე წმიდისა საკურთხეველისა მდგომარეობდეს,აღიღოს საკურთხეველისაგან ბისონი,გამოვიდეს და მეფეს თავი მოუდრიკოს,და ორთავე მუხლთა ზედა დაფენით დაუდვას,და წარმოიყვანოს,სადა კათალიკოზი მდგომარე იყოს.თავი მოუდრიკოს მეფემან კათალიკოზსა და ჰრქვას:
- მაკურთხე,მეუფეო!
ლათალიკოზმან ჯვარი დასწეროს და თქვას:
- კურთხეულმცა არს მეფობა თქვენი დასასრულამდე ჟამთა,და განმტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მიუდრეკლად.
გამოუღოს ბისონი და შთააცვას თავის ხელითა და ჯვარი დასწეროს. და წარუძღვეს იგივე მღვდელმოძღვარი,რომელსა მიეყვანოს,და დაადგინოს ადგილსავე თვისსა,და ეგრეთ შევიდეს საკურთხევლად.
და გამოვიდეს მთავარდიაკონი და იწყოს კვერექსი თქუმად.და ვითარ სახარება წარიკითხონ,გამოვიდეს აფხაზეთის კათალიკოზი და მთავარეპისკოპოსი.და თუ აფხაზეთის კათალიკოზი არ იყოს, – იშხნელი და მთავარეპისკოპოსი მოეკიდნენ ხელსა: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით,წესისაებრ მღვდელმოძღვართასა,და წარადგინონ შუა ეკლესიაშა საწარდგომესა ადგილსა,და სამგზის ათაყვანონ წმიდასა საკურთხეველსა.და წარადგინონ საკურთხევლისა კართა,და კვალად მოიყარონ მუხლნი და თაყვანი სცენ.
და ვითარ შეიყვანონ ერთგზის წმიდასა ტრაპეზსა,თაყვანი სცეს და დაუყარნეს მუხლნი კათალიკოზსა,და მოაკრფენ გარემოს ყოველნი ეპისკოპოსნი და ყოველთავე ომფორი თავსა ზედა დასდვან. (ავტორი გენია.ჯი)
ჯვარი დასწეროს კათალიკოზმან,და იწყოს თქმად მაღლად,სასმენლად ყოველთა:
- საღმრთო მადლი,რომელი ყოვლადვე უძლურებათა ჩვენთა ჰკურნებს და ნაკლულებასა ჩვენსა აღავსებს და განაჩინებს ღმრთისმოშიშსა (სახელით) ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფეთ-მეფედ და გარე შეარტყამს საღმრთოსა ძალსა მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან.
და ვითარ დაესრულოს,ხმა ყოს სავსებამან ეკლესიისამან თანა ერთურთ მაღლითა ხმითა:
- კირიელისონ! კირიელისონ! კირიელისონ!
იწყოს კათალიკოზმან იგივე: “საღმრთო მადლი,რომელი ყოვლად…” და ერმან ყოველმან “კირიელისონი” 3 გზის; კვალად იგივე “საღმრთო მადლი” და “კირიელისონი” 3 გზის.
და ვითარ დასრულდეს,კათალიკოზმან ჯვარი დასწეროს 3 გზის და ყოველთა მღვდელმოძღვართა. (ავტორი გენია.ჯი)
და იწყოს კათალიკოზმან ლოცვა წარკითხვად სასმენლად ყოველთა და ვიტარ სრულ იქმნას ლოცვა წარკითხვად,დასწერონ ჯვარი და აღადგინონ.
და აღიღოს კათალიკოზმან საკურთხევლით გვირგვინი და დაარქვას თავსა მეფეს და იტყოდეს ავაჯითა ხმითა:
- დაადგ თავსა მისსა გვირვინი ქვისა მისგან პატიოსნისა! ცხოვრება გთხოვა შენ,და მიეც მას განგრძობა დღეთა უკუნითი უკუნისამდე!
მერმე აღიღოს პორფირი,ჯვარი დასწეროს და შთააცვას.ამის შემდგომად აღიღოს სკიპტრა,ჯვარი დასწეროს და მისცეს მარჯვენასა ხელსა მისსა.და ტრაპეზსა მარჯვენით კერძო პრხაო დაუფინონ და ზედა დაადგინონ.მგალობელთა იწყონ:
- მრავალჯამეულ ჰყვენ,ღმერთო,მეფეთ-მეფე ჩვენი (სახელით),მრავალჟამეულ ჰყვენ!
ხოლო მეფე დგეს წინაშე წირვისა აღსრულებამდე.
და ვითარ ეზიარენ მღვდელმოძღვარნი,თვით მეფეცა აზიარონ უწინარეს მღვდელთა.
და ვითარ ჩამოვიდნენ საკურთხევლით კარით,ამირსპასალარმან ხრმალი შეარტყას და წარმოემართნეს მითვე სახით,რომელი პირველ მოვიხსენე: მარჯვენე ხელი კათალიკოზსა ეჭიროს,ხოლო მაცხენა ხელი – აფხაზეთისა კათალიკოზსა,ანუ ჭყონდიდელსა,ანუ იშხნელსა,და ეგრეთ შეჰყვნენ პალატასა შინა. (ავტორი გენია.ჯი)
და ვითარ ტახტსა მიეახლნენ,კათალიკოზი და ჭყონდიდელი თანა შეჰყვნენ,ტახტსა ზედა დასვან მეფე,და იგინი შთამოვიდენ.
ჯვარისმტვირთველი შემოსილი,ძელი ცხორებისა ეტვირთოს,მარჯვენით მეფისა დგეს ტახტსა წინათ,ვიდრე ლაშქართა თაყვანისცემამდე და ძღვნისა შეწირვამდე.
პირველად დედოფალმან თაყვანი სცეს,მერმედა – კათალიკოზმან,ჭყონდიდელმან,ათაბაგმან,მანდატურუხუცესმა,და შემდგომად – ხელოსანთა და უხელოთა,დარბაზისებრთა სრულიადთა.
და ვითარ სრულქმნან ძღნობა,შთამოვიდეს ჯვარისმტვირთელი და შესამოსელი აღიხადოს.
ხოლო ყოველთა დღეთა,სამ დღემდის,მეფე ტახტსა ზედა ჯდეს გვირგვინითა და პორფინითა.
ხოლო ესე საცნაურ იყავნ,რომელ თვინიერ კათალიკოზისა არა ვისგან ჯერ არს კურთხევა. (ავტორი გენია.ჯი)