ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის) ნააზრევი…
“ზოგს ენა – ნაჭერი ხორცისა პირსა შინა ჰგონია.მე ამას გამოუცდელ ყრმათათვის ვამბობ,თვარა სხვებმა გამოცდილებით იციან,რომ – ენა ჩემი მტერ ჩემდა არს…
ამას წინათ ერთი ჩემი ნაცნობი შემოვიდა ჩემთან და ძალიან გამაკვირვა თავის ბღავილით.დიაღ,კაცურად ვეღარ ლაპარაკობდა,პირუტყვივით ბღაოდა,რა მოგსვლია მეთქი რომ ვკითხე,ერთი პატარა წიგნი ამოიღო უბიდან,გაშალა და წამაკითხა შემდეგი:
„რად მინდა ხმალი,თუნდ იყოს ბასრი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება!”
საცოდავი,თურმე ნუ ბრძანებთ,ამდგარა და გაზით ამოუგლეჯია პირიდან ენა.ხმა არის გავრცელებული და მართალიც იქნება,ენის ამოგლეჯაში სხვებიც ეხმარებოდნენ საწყალსაო”… (ავტორი გენია.ჯი)
“ყველა მეცნიერებას ერთად შევადარებ იმ მხეცს,რომელიც იხილა იოანე ღვთისმეტყველმა,აღმომავალი ზღვით,”რომელსა აქვნდა შვიდნი თავნი და ათნი რქანი და რქათა ზედა მისთა ათნი გვირგვინნი და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი”. (ავტორი გენია.ჯი)
“ადამიანი მანამ ვერ გამოვიდა ბუნების მონურის მორჩილებიდან და ათას მაგვარ ცრურწმენებიდგან,სანამ ბუნების კანონები არ შეისწავლა,სანამ იგი არა დარწმუნდა,რომ ყოველს მოვლენას ფიზიკურს ბუნებაში თავის კანონი აქვს.სწორედ ამის შემდეგ გახდა კაცი ბუნების ბატონი, – კაცმა დაიმორჩილა ბუნება და ფიზიკური ძალები თავის კერძო ცხოვრებას ამსახურა.მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი ბუნების ძალებთან კაცს გონიერი და ნაყოფიერი ბრძოლა გაემართა და ამ ბრძოლებში გამარჯვება დარჩენოდა,როდესაც ყოველს ბუნებრივ მოვლენას სასტიკად განსაზღვრული კანონი მოუნახა.ერთის სიტყვით,ახლა მხოლოდ გონებით ბრმა იტყვის,რომ ფიზიკურს ბუნებაში რაიმე შემთხვევა,ესეიგი მოულოდნელი მოვლენა ხდებოდეს,თუნდ ვისიმე ბრძანებითაც.” (ავტორი გენია.ჯი)