ჯორჯ ბაირონის შესახებ…
“ოჰ! რა შავის ფიქრების კაცი გახლდათ ეს ახირებული,დაუდგრომელი მსახური აპოლონისა!… ცხოვრება მისთვის მთლად ერთად ერთს საწამლავის ფიალას წარმოადგენდა: დედა-მიწა ბნელეთს, სადაც მხოლოდ ბოროტ სულთა ჰქონდათ ფართო ადგილი, მხოლოდ ბუნება იყო მის პოეტურს წარმოდგენაში დახატული საუკუნო მყუდროებისა და მშვიდობის სამეუფოდ, დედამიწა კი გამოსახული ჰქონდა დიდ, თვალუწვდენელ ასპარეზად, სადაც ვითომც, ვნებას, ძალადობას და ოხვრა-კვნესას აღემართა თავისი საშინელი ტახტი… თუ ბუნება ბრწყინვალეა და შვებით სავსე, მის მაგიერ ადამიანები აღსავსენი არიანო ბოროტებით, სიკვდილით და ჯოჯოხეთით”… (ავტორი გენია.ჯი)