“კამპაკუ”

“კამპაკუ” – იაპონიის ისტორიის შუა და ადრინდელ საუკუნეებში,გახლდათ ტიტული და უფლებამოსილება იაპონიის იმპერატორის მრჩევლისა.აღნიშნული ტიტული,ისეთივე ანალოგიური უფლებამოსილებით სარგებლობდა,როგორც: თურქეთში – ვეზირი და ევროპაში – კანცლერი.სახელწოდება “კამპაკუ”-ს უფლებამოვალეობებისა,მომდინარეობს ჩინური ისტორიული ქრონიკებიდან “ხანის წიგნი” და სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “იგი,ვინც უკვე მიიღო მართვა ზეციური შვილიდან და საუბრობს მისი სახელით”. (ავტორი გენია.ჯი) პირველად “კამპაკუს” უფლება მოვალეობა შემოღებულ იქნა 880-იან წლებში და ამ ტიტულის პირველივე მატარებელი გახლდათ – ფუძივარი ნო მოტოცუნე. ტიტულზე ისეთი კანდიდატები განიხილებოდა,რომელთაც უკვე ჰქონდათ უფლებამოსილება და გამოცდილება პატარა (მომავალი) იმპერატორის რეგენტის – “სესო”-ს აღზრდისა.მათ თავის მხრივ ირჩევდა საიმპერატორო ოჯახი.აღსანიშნავია,რომ “სესოს” IX საუკუნიდან მხოლოდ არისტოკრატული გვარის – ფუძივარას,მოდგმიდან ირჩევდნენ.ამ მიზეზთა გამო,პატარა იმპერატორის რეგენტი უკვე ავტომატურად ხდებოდა,სრულწლოვანი იმპერატორის მრჩეველი “კამპაკუ”. (ავტორი გენია.ჯი) XI საუკუნიდან კი ოფიციალურად “სესო”-სა და “კამპაკუს” ტიტულები მხოლოდ ზემოთაღნიშნული მოდგმის წარმომადგენლებს ენიჭებოდათ.გამონაკლისები მხოლოდ მათ ისტორიაში ორი იყო – ჰიძესი ტიოტომი (1537-1598 წლები,რომელიც გახლდათ ღარიბი ოჯახიდან გამოსული და შემდეგ სამხედრო სარდალი,მასვე მიეწერება იაპონიის გაერთიანება) და მისი მემკვიდრე – ჰიდეცუგუ ტიოტომი.ამ ტიტულის მქონე ადამიანებს არა მარტო საიმპერატორო კარზე,არამედ მთელ იმპერიაში დიდი გავლენა ჰქონდათ და შესაბამისად დიდი ნდობითაც სარგებლობდნენ.”კამპაკუს” ინსტიტუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1868 წლის 3 იანვარს,ეგრეთწოდებული “მეიძის რესტავრაციის დროს”. (ავტორი გენია.ჯი)