სოლომონ დოდაშვილი – “უმანკოება”
“სიხარული ბრწყინავს თვალთა შინა მისთა. – იგი განიღიმავს მსგავსად გაზაფხულის დილისა. – ბრტყელსა შუბლსა მისსა გამოიხატების სულიერი სიმშვიდე და განსვენებულება. – დაუჭკნობარნი ვარდნი და ზამბახნი ჰყვავიან მის ღაწვთა ზედა. – ახოვნება მისი ემსგავსების სწორესა შტოსა ნარნარის ნარგიზისასა. – ცელქნი ნიავნი გარემო შეფრფინვიან მას,შემოსენ ლბილსა,სპეტაკსა სამოსსა და მასზედა აღქრფვევენ განშლილთა თმათა მისთა.დაგვირგვინებული გორიაცის ყვავილთა მიერ უმანკოება იგი მღვიძარედ მოგზაურობს ქვეყანასა ზედა კურთხეულსა; ქარიშხალნი და წყვდიადნი განელტვიან მას. (ავტორი გენია.ჯი) გესლიანნი გველნი ვერ კადნიერ იქნებიან,რათა უკბინონ მას ფერხთა ზედა; ეკალნი ლბილდებიან ქვეშე ტერფთა მისთა; ზეციერი სააიერება გარდმოიტხევის მის წინაშე სხივთა შინა მზისათა. - ოდეს მოკვდავნი ემორჩილებოდენ ხმასა კეთილმოქმედის ბუნებისასა და ცხოვრობდნენ სიყვარულსა შინა,სიმშვიდესა,მყუდროებასა,მაშინ უმანკოება მკვიდრობდა ქვეყანასა ზედა,სეირნობდა მწვანილოვანთა ველთა ზედა მწყემსთანა თანა,თამაშობდა და იმღერდა გუნდთა შინა მათთა.ხოლო ოდეს კაცმან ჟამსა ცთუნებისა,წარსაწყმედელსა მას დროსა,ინება ყოფად უბრძნეს ბუნებისა,მაშინ უმანკოება უკუნვე იქცა ცათა შინა,თვისსა სამშობლოსა.მის დროჲდგან უკვე იშვიათად ეწვევის იგი ქვეყანასა და იშვიათად ხილულ იქმნების ჱვალთა მოკვდავისათა”. (ავტორი გენია.ჯი)