“წმინდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ”
“ჩვენმა ხალხმა ცხოვრებასა და ყოფას მოხდენილად უწოდა წუთისოფელი,რომელსაც ორი კარი აქვს.ერთიდან შემოდიხარ და მეორიდან გადიხარ.უნდა ეცადო,რომ ტალახიანი ფეხით არ განვლო იგი,რომ ცუდი ნაკვალევი არ დატოვოო.ამათ შორის,ვინც მართლა სახელოვნად განვლო ეს წუთისოფელი,ერთ-ერთ პირველთაგანად მიმაჩნია გაბრიელ ეპისკოპოსი.სწორედ მისი მოძღვრებიდან შევისისხლხორცე ჭეშმარიტება – სულიერი სიმაღლის გარეშე შეუძლებელია იყო კეთილი ზნის ადამიანი”.
“ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი”
“…მე რომ მისნი მადლით სავსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან,თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელი და მგონია,რომ თავს წარმსოდგომია ახლადშობილ ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი,სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება ამ ბრძენთაგან თქუმს: – პატარავ,როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში,შენ სტირი და შენს გარშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდევს; ჰქენ ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე,ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი – ღიმილი მოგდიოდეს… და აჰა,ჰქმნა ისე,რომ როცა ქვეყანას ეთხოვება საუკუნოდ,ყველანი მის გარშემო სტირიან. დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია,აჰა,ისწავეთ გზანი დიდების შოვნისანი”.
ილია ჭავჭავაძე (ავტორი გენია.ჯი)