არჩილ ჯორჯაძე – “დიმიტრი ყიფიანის შესახებ”…
“ეს დღე ქართულ ეროვნულ თვითშემეცნების ისტორიაში ისტორიულ დღედ დარჩება… ერთი საფეხურით წინ წავდექით,ჩვენდა მოულოდნელად ერთად ვიგრძენით თავი,თვით-შემცნე და თვით-შემგნე ერად.ეს სასწაული დიდის ხნობით მზადდებოდა.ოთხმოცდაშვიდი წელიწადი კაი მანძილია მიძინებულ შემეცნების გამოფხიზლებისათვის,მით უფრო,რომ ძილიც არ იყო მაგარი და წინადაც,სხვადასხვა მომენტებში,მცონარენი შევკრთებოდით ხოლმე.ილიას,აკაკის და სხვათა ძახილზე ვიღაცის მოლოდინში გაოცებულის სიხარულით გავყურებდით ამ ჩვენ დამშვენებულ ქვეყანას და ახლა იმ მოხუცის წყალობით,მთაწმინდაზე მიწას რომ აბარია,გადაჭრით და სამუდამოდ გამოვერკვიეთ ძილისა და ბურანისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)