“ოძიგი”
იაპონელთა თავაზიანობა ხშირ შემთხვევაში,უცხოელთათვის ერთგავრ “ეგზოტიკურ” მოვლენად მიიჩნევა.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ იაპონელები თავაზიანობის ნიშნად მოსაუბრის მიმართ “ტელეფონზე საუბრის” დასაწყისშიც კი თავს უხრიან მოსაუბრეს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ამ ტრადიციას შუა ქუჩაშიც არ ღალატობენ.ყველა ასეთი მისალმება იაპონიაში,თან სდევს მისალმების ფორმას,სახელწოდებით – “ოძიგი”.თავის დაკვრა მოსაუბრესთან,შესაძლოა იყოს “ძალიან დაბალი ფორმით” გამოხატული,ან შესაძლოა ოდნავი თავის დახრითაც გამოიხატოს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ყოველივე კი მათ სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული.თუ კი მდიდარ,ან სოციალურად მაღალი სტატუსის მქონე ადამიანს ესალმებიან,თავს მაქსიმალურად დაბლა უხრიან და ამასთან “დიდი ხნით ინტერვალით”.ეს ერთგვარი პატივისცემის და თავაზიანობის გამოხატულებაა მათ მიმართ.საერთო ჯამში,იაპონიაში – “ოძიგის” მისალმების სამი ფორმა არსებობს: ”სეიკეირეი” – გახლავთ ორდინარული თავის დაკვრა და აღნიშნავს უმაღლეს ფორმას თაყვანისცემისა და თავაზიანობისა.”სეიკეირეის” ფორმას იაპონელები მიმართავენ ისეთ შემთხვევებში,როდესაც ისინი იმყოფებიან სინტოისტური ტაძრის საკურთხეველთან (ბუდისტურ ტაძარში),ან სახელმწიფო დროშის თაყვანისცემის დროს. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში ადამიანი იხრება წინ 20-30 და მეტი გრადუსითაც კი,ხრიან თავს და ასეთი ფორმით 2 ან 3 წამზე მეტი ჩერდებიან.მეორე ფორმა გახლავთ – “საშუალო თავის დაკვრა” რა დროსაც ასევე გათვალისწინებულია სოციალური სტატუსი და შემხვედრის ახლო ურთიერთობა მათთან (ნატესავი,მეგობარი და სხვა).ასეთ შემთხვევაში ისინი თავს “სეიკეირეისთან” შედარებით უფრო მაღლა წევენ.მესამე ფორმა კი გახლავთ – “მსუბუქი ფორა”,რა დროსაც იაპონელები თავს ხრიან 10-15 გრადუსით და ეს ფორმა ძირითადად გამოიყენება უცხოელებთან მიმართებაში.იაპონელთათვის ხელის ჩამორთმევა იშვიათი შემთხვევაა,მაშინ როდესაც – “ოძიგის” ეტიკეტი მკაცრადაა დაცული.”ოძიგი” ამომავალი მზის ქვეყანაში ისტორიის უძველესი პერიოდიდან მომდინარეობს და იგი იაპონელთა ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი)