“უაკა”
“უაკა”- მოიხსენიებენ ასევე როგორც – “ვაკა”,კეჩუას ენაზე აღნიშნავს “თაყვანისცემის ობიექტს”.იგი წარმოადგენდა “წმინდა ადგილს” ინკების,ანდების კულტურის და სხვა ინდიელი ხალხისა (მცხოვრებნი სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ამერიკისა).ინკები დარწმუნებული იყვნენ “ზებუნებრივი” ძალების ფართო სპექტრის არსებობაში.ამას ისინი ხედავდნენ როგორც ბუნებრივ მოვლენებში,ასევე სხვადასხვა ადგილებისა და მთების რელიეფებშიც კი.თავად ქმნიდნენ “უაკას” მონუმენტებსაც. (ავტორი გენია.ჯი) ეს რწმენა დღევანდელი პერუს მოსახლეობის ნაწილსაც კი არ დაუკარგავს და ისინი კვლავაც წმინდად მიიჩნევენ სხვადასხვა ადგილებს,მონუმენტებს თუ მოვლენებს.მათი აზრით ეს ყოველივე ზებუნებრივი ძალების მოვლინების შედეგია.ფართო გაგებით “უაკა” აღნიშნავს – “წმინდა ადგილს”.როგორც ესპანეთის მეფისათვის,პერუს ერთ-ერთი ადგილობრივი გუბერნატორის – ფრანსისკო დე ბორხას მიერ გაგზავნილ წერილიდან (თარიღდება – 1615 წლის 8 აპრილით) ვგებულობთ,პერუს ინდიელებს 10 422 კერპი ჰყავდათ.მათ შორის 1 365 მუმია იყო,რომელთა ნაწილსაც მათი რასის ფუძემდებლადაც მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთ პროვინციებში 300-ზე მეტი “უაკა” ანუ წმინდა ადგილი არსებობდა,მაგალითად გუამაჩუკოს პროვინციაში.როგორც ესპანელი სასულიერო პირი – მამა ბერნარე კობო (1580-1657 წლები) აღნიშნავდა,ინკებისათვის არ არსებობდა განსხვავება ზეციურ და მიწიურ ს შორის და ტერმინი “უაკა” გამოიყენებოდა ყველა იმ ადგილთან მიმართებაში,სადაც ისინი ლოცულობდნენ და მსხვერპლთშეწირვის რიტუალს ატარებდნენ.აქვე მან მიანიშნა ასეთი დაახლოებით 350 “უაკა”,სადაც არის მთები,ქედები,ძველი სასაფლაოები და ბრძოლის ადრინდელი ადგილები.როგორც არქეოლოგები ირწმუნებიან “უაკას” ზოგიერთი ადგილმდებარეობა უკავშირდება მზის ამოსვლისა და ჩასვლის სისტემურ რიტუალურ კალენდარს.ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დიდ “უაკად” დღემდე მიჩნეულია – “კენკო”,რომელიც მდებარეობს კუსკოს რაიონში (პერუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში).”უაკა” ის უდიდესი რელიგიური დატვირთვის მატარებელი ობიექტი გახლდათ ამ ცივილიზაციებისათვის,რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დღესაც “წმინდა ადგილებად”,რომ მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)
ყველაზე ცნობილი “უაკა”,სახელწოდებით – “კენკო”