ომანი
ომანი - გახლავთ სახელმწიფო,სამხრეთ-დასავლეთ აზიაში,არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,არაბეთის ზღვის სანაპიროზე.ესაზღვრება – საუდის არაბეთი,არაბთა გაერთიანებული საემიროები და იემენი.ქვეყნის დედაქალაქი გახლავთ – მასკატი (734,700 მაცხოვრებლით).ქვეყნის საერთო რაოდენობა მოსახლეობისა 2,409,000 მაცხოვრებელია,რაც სხვა ქვეყნებთან ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 132-ე ადგილზე აყენებს.ომანის საერთო ფართობი 309,500 კვადრატული კილომეტრია,რაც ასევე სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 70-ე ადგილზე აყენებს. (ავტორი გენია,.ჯი) ქვეყნის მოსახლეობიდან 600 ათასი არადგილობრივი მოსახლეა,80% არაბია და ისინი იყოფიან ორ ჯგუფად – არაბ არუბა (“სუფთასისხლის არაბები”) და მუსა არიბა (“შერეული არაბები”).ასევე ქვეყანაში მრავლად არის “მულატი” მოსახლეობა.საპორტო ქალაქებში ცხოვრობენ – ინდიელები,ბერუჯები და სპარსი მოსახლეობა.ხოლო სამხრეთ ნაწილში ქვეყნისა,რომელსაც – დოფას უწოდებენ,ცხოვრობს ხალხი,რომლებიც საკუთარ თავს “კარად” მოიხსენიებენ და ისინი უფრო ეთიოპელთა დიალექტზე მოსაუბრეები არიან,ვიდრე არაბულ ენაზე.ოფიციალური ენა ქვეყნისა არაბულია,თუმცა გავრცელებულია სხვადასხვა ადგილობრივი ენებიც.სახელმწიფო რელიგია ქვეყნისა – იბადიზმია,ხოლო ქვეყნის სულიერ ლიდერად მიჩნეულია სულთანი.ქვეყნის ეროვნული ვალუტა – ომანური რიალია.ომანის მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქიაა,იგივე სასულთნო.ქვეყნის მთავარი საბჭო სულთანის მიერ ინიშნება,”შურას საბჭო” პირველად 1991 წელს ჩამოყალიბდა,რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული სახელმწიფო სათათბირო საბჭო,რომელიც თავის მხრივ შექმნილი იყო 1981 წელს.”შურას” ხელმძღვანელი ინიშნება სულთნის ბრძანების საფუძველზე.ხოლო ვიცე-ხელმძღვანელი კი თავად ამ საბჭოს მიერ ირჩევა.ამ საბჭოს წევრების უფლება-მოსილება 3 წლით განისაზღვრება და მათი რაოდენობა 82 წევრისგან შედგება.ძირითადი მოვალეობა ამ საბჭოსი განისაზღვრება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით,ხოლო საგარეო პოლიტიკას მთლიანად განსაზღვრავს ომანის სულთანი.ადმინისტრაციულად ქვეყანა ხუთ რეგიონად და ოთხ მუფაზაქად იყოფა.ქვეყნის უმაღლესი წერტილი მდებარეობს ელ-ჰაჯარ-ელ-ჰარბის მთებში და მისი სიმაღლეა 3353 მეტრი ზღვის დონიდან. (ავტორი ფგენია.ჯი) კლიმატი ქვეყნისა ტროპიკული და ცხელია.მუდმივი მდინარეები ამ სახელმწიფოში არ არსებობენ და ისინი მხოლოდ პერიოდულად ჩნდებიან ზამთრის პერიოდებში.ფლორის მხრივ ომანი საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა,რადგან მისი დიდი ნაწილი უდაბნოებს უკავია.ხოლო ფაუნა კი საკმაოდ მრავალფეროვანია.ომანის უმთავრეს ეკონომიკურ ექსპორტად – ნავთობი,სხვადასხვა მეტალები და სარეწაო თევზია.მისი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორებია – იაპონია,ამერიკა,ჩინეთი,ინდოეთი და სამხრეთ კორეა.პირველი დასახლებები ამ ტერიტორიებზე ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლით ადრე მოხდა.ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულში ომანში დასახლდა იემენური ტომის ხალხი – იამანი,რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა დაიპყრეს.VII საუკუნეში ომანი არაბეთის ხალიფატის შემადგენლობაში შედიოდა.XVI-XVII საუკუნეებში კი ომანს პორტუგალიელები განაგებდნენ,თუმცა 1650 წელს ისინი გაძევებულ იქნენ ქვეყნიდან.ქვეყანა ასევე გარკვეული ხნის მანძილზე იმყოფებოდა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ.აღსანიშნავია,რომ 1987 წლამდე ომანში აკრძალული იყო ტურიზმი,თუმცა ამავე წლიდან ეს აკრძალვა მოიხსნა.დღესდღეობით ომანი გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოა. (ავტორი გენია.ჯი)
ომანის სასულთნოს გერბი
ომანის სასულთნოს დედაქალაქი – მასკატი
ომანის სასულთნო რუკაზე