“მეტეკები” – (მეტოიკები)
“მეტეკები” (მეტოიკები”) - გახლდათ ძველ საბერძნეთში არასრულუფლებიანი მოქალაქეების კლასი,რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ – ატიკაში (საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარე).სიტყვა-სიტყვით “მეტეკი” აღნიშნავს ”გადმოსახლებულებს”,იხმარებოდა ემიგრანტების შემთხვევებშიც. (ავტორი გენია.ჯი) მეტეკემები იყვნენ უცხოელები,რომლებიც ატიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ დროებით ან სამუდამოდ.ყოველი უცხოელი ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ვალდებული იყო ჩაწერილიყო სპეციალურ მეტეკთა სიაში,სადაც უნდა მიეთითებინა ვადა თუ რამდენ ხანს აპირებდნენ ცხოვრებას ამ ტერიტორიაზე.მეტეკები თავისუფალი ხალხი გახლდათ,თუმცა არ გახლდათ მოქალაქეები ამ ქვეყნისა.მათ არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო თანამდებობი,ამასთანავე არანაირი უფლებები არ გააჩნდათ სახალხო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.არ გააჩნდათ უფლება მსხერპლთშეწირვისა,თავიანთი ღმერთებისათვის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.მათ ასევე არ გააჩნდათ უფლება კანონიერ ქორწინებაში ყოფილიყვნენ სრულუფლებიან მოქალაქეებთან და არ შეეძლოთ შეეძინათ უძრავი ქონება (მიწები და სხვა).თუმცა ჰქონდათ საშუალება ჰყოლოდათ მონები და შეეძინათ უძრავი ქონების გარდა ნებისმიერი ნივთი. (ავტორი გენია.ჯი) მეტეკებს არ შეეძლოთ უშუალოდ მიემართათ ადგილობრივი ხელისუფლებისათვის,ამასთანავე ვალდებული იყვნენ აუცილებლად აერჩია თითოეულ მათგანს “მოქალაქე მფარველი”,რომელიც შუამავლის ფუნქციას თამაშობდა მათსა და ხელისუფლებას შორის.თუ კი მეტეკები არ აიყვანდნენ ასეთ “მფარველებს”,მათ ჩამოერთმებოდათ ყოველივე უძრავი ქონება,რაც კი გააჩნდათ.რაიმე პრობლემის (როგორც ერთმანეთში ასევე მოქალაქეებთან),ძირითადად სასამართლოსთან დაკავშირებული საქმეები განირჩეოდა არქონტებისა და პოლემარქების მიერ.მფარველი მეტეკისა ვალდებული იყო ის მიეყვანა სასამრთლოში და ამის შემდეგ მეტეკი თავად წარმართავდა თავის დაცვისა თუ სხვაზე შეტანილი სარჩელის პროცედურას.ყოველწლიურად ისინი იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს (ძველ საბერძნეთში 12 დრაჰმა) და ასევე მცირე გადასახადებს,რათა ჰქონოდათ უფლება ვაჭრობისა ბაზრობაზე.მოქალაქეობის მიღება მათ შეეძლოთ ქვეყნისათვის განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ კი ეს ხელისუფლების კეთილი ნება იქნებოდა.მეტეკთა რიცხვი,ისტორიკოსთა მონაცემებით ძვ.წ.აღ-ით V-IV-III საუკუნეებში ათი ათასს აჭარბებდა.ატიკის გარდა მეტეკები მოგვიანებით საბერძნეთის სხვა მხარეებშიც გამოჩნდნენ – არკადიაში,ბეოტიაში და სხვა ადგილებში.თუმცა სხვადასხვა ადგილებში მათი უფლებები სხვადსხვაგვარი იყო. (ავტორი გენია.ჯი)