ტერენცია
ტერენცია - დაიბადა ჩვ.წ.აღ-მდე 98 წელს,მდიდარი არისტოკრატების ოჯახში,ტერენციების გვარისა.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველრომაელი პოლიტიკოსის,ფილოსოფოსისა და ბრწყინვალე ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები) მეუღლე.ცნობილია,რომ ტერენციას უდიდესი გავლენა ჰქონდა ციცერონზე და არაერთი მნიშვნელოვანი როლიც უთამაშია მეუღლის,როგორც პოლიტიკურ,ასევე პირად ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიკისები გადმოგვცემენ ის გახლდათ ამბიციებით შეპყრობილი ქალი,რომელმაც აიძულა საკუთარი მეუღლე ჩვენება მიეცა ცნობილი რომაელი დემაგოგის და კონსულ აპიუს კლაუდიუს პულხერის ვაჟის – პუბლიუს კლაუდიუს პულხერის წინააღმდეგ (უმანკოების ღვთაების – ბონა დეას გმობის,მკრეხელობის საკითხში) ძვ.წ.აღ-ით 61 წელს,რამაც პუბლიუსის “ალიბი” თავის მართლებისა დაამსხვრია.აღსანიშნავია,რომ ტერენცია გახლდათ ნათესავი ცნობილი რომაელი სწავლულის,ენციკლოპედისტისა და მწერლის – მარკუს ტერენციუს ვარონისა,ხოლო ციცერონი ვარონთან მეგობრობდა სანამ ტერენციაზე დაქორწინდებოდა.ტერენციას მამის შესახებ ცნობილი ფაქტიურად არაფერია,იგი მანამდე გარდაიცვალა სანამ ტერენცია დაიბადებოდა.ერთადერთი მემკვიდრე (რადგან მას ძმა არ ჰყავდა,ჰყავდა მხოლოდ ერთი და – ფაბია) კი მდიდარი მამისა სწორედ ტერენცია გახლდათ,რომელსაც მემკვიდრეობით მიწები ერგო,რომელთაგან წელიწადში მისი შემოსავალი 80000 სესტერცი იყო.უმეტესი ინფორმაცია მის შესახებ ციცერონმა და მისმა ძმამ კვინტუს ტულიუს ციცერონმა შემოგვინახეს.ციცერონთან დაქორწინების პერიოდში ძვ.წ.აღ-ით 76 წელს,მისი ქონება 100000 დენარს შეადგენდა და იგი საკმაოდ მდიდარ ადამიანად ითვლებოდა.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან ციცერონის პოლიტიკურ კარიერაში დიდი წვლილი შეიტანა ტერენციას ფინანსურმა შესაძლებლობებმა და შესაბამისად იგი ძლიერ გავლენას ახდენდა მეუღლეზე,ამ მოტივით.მათ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ გოგონა – ტულია და ვაჟი – მარკ ტულიუსი. (ავტორი გენია.ჯი) პლუტარქეს გადმოცემის მიხედვით – ტერენცია იმდენად დიდი ამბიციებით გამოირჩეოდა,რომ ციცერონს თავსაც კი აბეზრებდა,ერეოდა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საგულდაგულოდ იკვლევდა გზებს მისი კარიერული წინსვლის მისაღწევად,არ ერიდებოდა ინტრიგებსაც.როდესაც ციცერონს პოლიტიკური პრობლემები შეექმნა,ტერენცია საკუთარ დასთან – ფაბიასთან პოულობს თავშესაფარს. ძვ.წ.აღ-ით 46 წელს ტერენციას ციცერონი ოფიციალურად შორდება და იგი “ღალატსა” და ქონების ცუდად განკარგვაში დაადანაშაულა.ალბათ ტერენციას პიროვნებაზე ის ფაქტიც კარგად მეტყველებს,როდესაც მალევე ქორწინდება ძველრომაელ ისტორიკოსზე და რეფორმატორად მიჩნეულ “ანტიკური ისტორიოგრაფიისა” – გაიუს სალიუტიუს კრისპუსზე,რომელიც ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გახლდათ მისი ყოფილი მეუღლის – ციცერონისა.აღსანიშნავია,რომ ტერენცია მასზე 12 წლით უფროსი გახლდათ.გაიუსის გარდაცვალების შემდგომ კი იგი კვლავ ქორწინდება ახალგაზრდა მარკუს ვალერიუს მესალუს კორვინიუსზე.ციცერონის სიკვდილის სემდეგ მან კიდევ არა ერთი ათწლეული იცოცხლა და საბოლოოდ ძვ.წ.აღ-ით 4 წელს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)