ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება…
“ჩვენი მამული გიყვარდესო, – აი,რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი.ეს სწორედ იმას ჰგავს,ამპარტავნობა იმით,რომ დავიწყო – წმინდა ჰაერი მიყვარს,ან პური,ან წყალი მეთქი.ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება,რომელსაც დაბადებიდანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა? კაცს კი არა პირუტყვსაც კი აძლევს ბუნება იმ ადგილის სიყვარულს,საცა დაბადებულა,გაზრდილა და გათამამებულა. (ავტორი გენია.ჯი) თუკი პირუტყვისათვის არ დაუკლია ამ გვარი გრძნობა ნუთუ კაცს მოაკლებდა? მართლაც იმისთანა ,კაცის შეხვედრა,რომელსაც მამულის სიყვარული არ მოეძებნებოდეს გულში,სწორედ იმნაირადვე იშვათია,როგორიც კუზიანის ან ცალ-თვალა კაცის დაბადება ბუნებამ მარტო ათასში ერთჯერ იცის ხოლმე ამ ნაირი ნაკლის გამოჩენა…
რომელი კაცია ისეთი,რომ მამული არ უყვარდეს? ხშირად მოხდება ხოლმე,რომ კაცს ამ სიყვარულის გაგება თვითონაც არა აქვს,მაშასადამე,ადვილად შეიძლება,სხვებმა სრულიად ვერ შენიშნონ მას ეს გრძნობა.მაგრამ,აიყვანეთ ეს კაცი და თავის მამულს მოაშორეთ,მაშინ ნახავთ,ყვარებია მას მამული,თუ არა! ამ გვარი სიყვარული ყველას აქვს,ვისაც კი პირში სული უდგია,სწორედ ისე,როგორც დედისა ან დის სიყვარული ყოველ ხორც-შესხმულ ადამიანს დაბადებიდგანვე გამოყვება.ვის არ აევსება თვალები ცრემლებით,რომ შეუგინონ ისინი? ვინ იქნება იმდენად უსუსური,რომ მათთვის თავი არ გაწიროს? ადამიანის გულში მამულსაც იმისთანა ადგილი უკავია თავისთავად,როგორიც დედის ან დის სიყვარულსა და პატივისცემას უჭირავს…
მაშასადამე,არც დიდი ვაჟკაცობაა,არც სატრაბახო რამ არის,იმით ვიქადოდეთ – მამული გვიყვარსო! ამის თქმა მარტო ჩვენს საკუთარ რეგვენობას გამოააშკარავებს და მარტო დაანახებს ყველას,რომ ერთობ დაბლა ვდგარვართ გონების განვითარებით,თუ ამ გვარი უბრალო ბუნებითი გრძნობა იშვიათს ან განვითარებულ გმირობად ჩაგვითვლია. (ავტორი გენია.ჯი) რომ გამოვიდე და დავიწყო კვეხნა – ძლიერ მიყვარს მე დედა ჩემი,რას ემსგვასება ეს ლაპარაკი? როგორც ამის თქმაა სისულელე,სწორედ იმნაირივე ხეპრეობაა იმით იკვეხნიდეს კაცი,რომ მამულს ვემსახურები,მის სიკეთეს ვეძებ,მის სასარგებლოდ ვშრომობო.რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს,რომ დედა ჩემს პატივს ვცემო,კარგად ვასმევ,კარგად ვაჭმევო,მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო,მისი კეთილდღეობისათვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი,რომ მამულს ვემსახურებიო.
თქვენ წარმოიდგინეთ,რა სიცილს დააყრიდნენ საფრანგეთში ან ინგლისში იმისთანა კაცს,რომელიც იმის თქმას გაბედავდა – ჩემი მამული მიყვარს და ჩემი სამშობლოს სიკეთისათვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა,ისეთი,რომელიც ყოველი ხეირიან კაცს,ვინც ხეპრე,ან უსულო არა არის,უნდა ჰქონდეს.მამულისათვის,სამშობლოსათვის მსახურება უნდა გვახსოვდეს,რომ საყოველთაო მოვალეობაა და უნდა ვიცოდეთ რაში მდგომარეობს ეს მსახურება,რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე,რომელიც ჩვენს მამულს სჭირდება,რა ხეირი მოუტანოს მამულს მისმა შვილმა და როგორ სამსახურს ითხოვს მისგან სამშობლო… (ავტორი გენია.ჯი)